თბილისი:
მანჩესტერი:
12-12-2020, 11:19
ავტორი: ALEXFERGUSON,
ნანახია: 1428,
კომენტარები: 11
სოლსკიაერი ძალიან კარგი მწვრთნელია
გვარდიოლა პასუხობს სოლსკიაერზე დასმულ შეკითხვას.
სოლსკიაერი ძალიან კარგი მწვრთნელია
მანჩესტერული დერბის დაწყებამდე, "სიტის" მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ უპასუხა შეკითხვებს თავის კოლეგასთან, ოლე გუნარ სოლსკიაერთან დაკავშირებით.

"ჩვენ ყველანი ზეწოლის ქვეშ ვმუშაობთ და ამიტომაც ვიღებთ ამხელა ხელფასს," - უთხრა გვარდიოლამ Sky Sports-ს. - "მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ოლე ძალიან კარგი მწვრთნელია - ყოველგვარი ეჭვის გარეშე. მე არ მჭირდება რაიმე მხარდაჭერის გაწევა, რადგან ის საკმარისად ძლიერია იმისთვის, რომ გაუმკლავდეს მას"

"ოლემ მშვენივრად იცის, როგორ მუშაობს: როდესაც ჩვენ ვიმარჯვებთ, ისინი გენიოსებს გვეძახიან, ხოლო როდესაც ვმარცხდებით, ისინი სასწრაფოდ გვითხოვენ სამსახურიდან. ეს ხდება იუნაიტედშიც და ეს რეალობაა".

"გეთანხმებით, რომ ბევრი აფორიაქებულია ჯგუფში ჩარჩენის გამო, მაგრამ ავიწყდებათ რა რთული ჯგუფი იყო. ფლეი-ოფში მოხვედრას ასეთ დროს წვრილმანები წყვეტს. "პსჟ-ს" წინააღმდეგ მარსიალს ორი დიდი შანსი ჰქონდა - ერთი საერთოდ მეკარის გარეშე, ხოლო მეორე ხაზში ერთი მცველთან და ორივე შემთხვევაში მან ვერ გაიტანა."

"ლაიფციგში, ჰარი მაგუაირი მზად იყო პოგბას ჩაწოდების დროს და მეკარემ სასწაულებრივი ბურთი აიღო. ყველაფერი ისე რო განვითარებულიყო, როგორც უნდა მომხდარიყო, ანგარიში 3: 3 იქნებოდა და ახლა ყველა ერთმანეთს გაეჯიბრებოდით "იუნაიტედის" სულისკვეთებასა და ხასიათზე ლაპარაკით."

"ეს არის ჩემპიონთა ლიგა და ამ დონეზე მცირე დეტალებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და შესაბამისად, დიდი გუნდები შეიძლება აღმოჩნდნენ ტურნირს მიღმა. ამიტომ, როდესაც ჯგუფურ ეტაპზე ერთ მატჩში გავიმარჯვებთ, ჩემს ბიჭებს ვეუბნები: ”თქვენ წარმოუდგენელად კარგები ხართ! მე ვიცი, რამდენად რთულია და შენ დიდი საქმე გააკეთე!".

http://www.manutd.ru/
ინტერვიუები
11 კომენტარი
№1
ავტორი: ALEXFERGUSON
12 დეკემბერი 2020 11:25
  • სიახლეები: 1058
  • კომენტარები: 1268
აჰა ესეც მე ვარ? მისწვდა მარსიალს თუ არა? lol სწორედ ამაზე ვსაუბრობ მეც, რო შესრულების პრობლემაა. როცა პესეჟეს ეთამაშები და 2 100% შანსს გაანიავებ და ქაჯივით მოიქნევ ფეხს, დაამთავრებ ამ შედეგით. მცირე დეტალები იგებს თამაშსო და 100% ვეთანხმები. მთელი მეორე ტაიმი რო უტევ,ხან ძელს გაარტყავ ხან ცარიელ კარში ვერ გაიტან,ხან პასს არ გააკეთებ,ბოლობოლო რაჭის დოკუტს ხო არ ეთამაშები არა? გაგიტანენ აბა რას იზავენ.

არაუშავს არაუშავს - დღეს სიტია და ვნახოთ აბა რა და როგორ იქნება. am
2
№2
ავტორი: kashmara
12 დეკემბერი 2020 11:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1116
100% ilaparaka sagol pepes imedia 1gols chvemebi gatanen ise aba amtenian es chemisebi... magram pirveli tu tenes chvenebma mogeben uechveli
0
№3
ავტორი: ikeoni
12 დეკემბერი 2020 11:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11433
მარსიალის კისერზე როა ეს ყველაფერი ალბათ ყველაზე კარგად თვითონ ხვდება :(((
1
№4
ავტორი: SANDROGRIGA
12 დეკემბერი 2020 12:42
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
პეპი ხშირ შემთხვევაში სწორად ლაპარაკობს ხოლმე. წვრილმანები და მცირე დეტალები ბევრ რამეს წყვეტს საბოლოო ჯამში, მაგრამ ჩვენთან კომპლექსური პრობლემებიც ნათელია. ოლემაც ბევრი მიქარა, როგორც ფრანგებთან, ისე ლაიფციგთან.
1
№5
ავტორი: 100%Red
12 დეკემბერი 2020 12:59
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 733
პეპი კიარა რაც სრულიად მანუს ფანობა მიწვდა მარსიალს და დედამის მაგის ბრუციანი დდშც
დალშე სწორად იბაზრა და მანამდეც ბევრს ბაზრობდა სულ ოლეზე და მანუზე, ეგ კიარა სეზონის დაწყებისას ასეთქვა მანუ წელს დაბრუნდებაო და რავი))) თუ მალე დაბრუნდებაო აღარ მახსოვს.
დალშე მაინც ბაშაქშეჰირი მრჩება მე ხინჯად რა აი მანდ რო წავაგეთ თორე პესეჟეს და ლაიფციგს ჯანდაბას კოდე ორივე თამაშის მოგება რთული იქნრბოდა მაგათთან. მორჩა კაროჩე ეგ ბაზარი ეპლზე გაიგიჟონ თავი
0
№6
ავტორი: Dato kutaisi
12 დეკემბერი 2020 13:32
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
მაინც არ მესმის აბა რა უნდა ეთქვა გვრადიოლას თუ არა ეს?ან ვინმეს წარმოუდგენია რომ პირიქით რომ ყოფილიყო ეს სიტუაცია ოლე იგვეს არ იბაზრებდა გვარდიზე?ეს კოლეგიალობაა და მეტი არაფერი.აი რასაც ძველი მანჩესტერელები აკეთებენ ეს არის გუნდის ღალატი და საძმაკაცო კლანური პონტით გუნდის მართვა და გულშემატკივრობა.დათვურ სამსახურს უწევენ ამ გუნდს.რადგანაც ოლე მათი ძმაკაცია მისი კრიტიკა არ მოსულა და სხვა ყველა მწვრთნელის მიწასთან გასწორება სწორია?სადაა სქოულზი გიგზი ნევილი რიო...ყველამ პირში წყალი დაიგუბა.რატომ?იმიტომ რომ ძმაკაცია ოლე და პლიუს ყველა კარგად ხვდება ოლეს წინააღმდგე წასვლა ბაბუს წინააღმდეგ წასვლაა.აი ესაა კონფორმიზმი.ეს ღუპავს ამ გუნდს
0
№7
ავტორი: zulte waregem
12 დეკემბერი 2020 14:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 117
შენ პეპ გუარდიოლა ხარ და შენნაირი მსოფლიოში რამდენიმეა მაქსიმუმ, მაგიტომაც გაქვს ხელფასი ამხელა. მსოფლიო გიყურებს და მოგებისას შეგაქებენ და წაგებისას გაგაკრიტიკებენ. რა არის ამაში საწყენი.თუ შენ ვერ შექმენი ხარისხი, შენზეა პასუხისმგებლობა და უნდა მიიღო კრიტიკა. ოლეზე ლაპარაკის მხარეში ვერ დავუდგები, იმედია კოლეგიალურობა გამოიჩინა უბრალოდ
0
№8
ავტორი: Lalana
12 დეკემბერი 2020 14:19
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
რატომ არ ვიხსენებთ პირველი თამაშის მომენტებს სადაც კურზავას ასპროცენტიანი მომენტი ჰქონდა და დეხეას პირდაპირ გაარტყა ბურთი?.ან რატომ არ ვიხსენებთ დიმარიას მომენტს რომელიც ერთი-ერთზე გადიოდა მეკარესთან და ბურთი წესიერად ვერ დაიმორჩილა?ან იმას რატომ არავინ იხსენებს რომ ვერატიმ ხუთი მეტრიდან ყვავები ჩამოხსნა?ან რატომ არავინ საუბრობს მარკინიოსის ასპროცენტიან მომენტზე როდესაც არავინ უშლიდა ხელს და ბურთი ძელს გაარტყა?ან რატომ არავინ გაიხსენა ფორსბერგის ასპროცენტიანი მომენტი ორით ნოლზე?არანაკლები მომენტი იყო მარსიალის იმ აცილებულ მომენტზე,ან კონატეს მომენტს სადაც არავინ უშლიდა ხელს და ძელს გაარტყა ბურთი.არავინ საუბრობს იმაზე რომ პარიზთან პირველი გოლი ბრუნომ პენალტით რომ გაიტანა მარსიალმა გამოიმუშავა,ლაიფციგთან მეოთხე გოლი პენალტით მარსიალმა რომ გაიტანა თვითონვე გამოიმუშავა,რაშფორდი მეხუთე გოლზე ერთი-ერთზე მარსიალმა დატოვა.ბაშაკშექირთან 2-1ი რომ წავაგეთ ის ერთი ბურთიც მარსიალმა გაიტანა.15 გოლიდან ხუთ გოლში მარსიალმა მიიღო მონაწილეობა რაც ცუდი შედეგი ნამდვილად არ არის.
ყოველთვის იქნება მომენტების სადაც გუნდები 100 პროცენტიან მომენტს კი არა 110იანსაც გააფუჭებენ.თუნდაც ის პარიზთან ქამბექი რომ მოვიყვანოთ მაგალითად გინდ სახლში და გინდ გასვლაზე პარიზელებმა გარკვეული რაოდენობის შესაძლო გასატანი ბურთები ააცილეს,მაგრამ ჩვენ ის მწირი მომენტი რაც გვქონდა ასი პროცენტით გამოვიყენეთ.ზუსტად ასეთია ფეხბურთი.ჩვენ ვითვლით ჩვენ მომენტებს და არ ვითვლით სხვის მომენტებს.

ასევე მოვიყვან ანჩელოტის სიტყვებს :
თითოეული მთავარი მწვრთნელის მისამართით სიმპატიებით ვარ განწყობილი. მე უფრო მეტი გამოცდილება მაქვს ვიდრე სულშერს და შემიძლია მას ერთი რამ ვუთხრა, როდესაც საქმე ცუდად მიდის, მხოლოდ ერთი კაცია, რომელიც პასუხისმგებელია და ეს ერთი კაცი გუნდის მთავარი მწვრთნელია. ეს ეჭვგარეშეა. ყოველი თავკაცი წნეხის ქვეშ იმყოფება, თუმცა ეს წნეხი ამავე დროს პრივილეგიაც არის.

დღეს ძალიან კარგი დაპირისპირება გველის და იმედი მაქვს კიდევ ერთხელ შეძლებს ოლე გვარდიოლას დამწუხრებას.
0
№9
ავტორი: shotkin
12 დეკემბერი 2020 17:40
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ციტატა: ALEXFERGUSON
აჰა ესეც მე ვარ? მისწვდა მარსიალს თუ არა? lol სწორედ ამაზე ვსაუბრობ მეც, რო შესრულების პრობლემაა. როცა პესეჟეს ეთამაშები და 2 100% შანსს გაანიავებ და ქაჯივით მოიქნევ ფეხს, დაამთავრებ ამ შედეგით. მცირე დეტალები იგებს თამაშსო და 100% ვეთანხმები. მთელი მეორე ტაიმი რო უტევ,ხან ძელს გაარტყავ ხან ცარიელ კარში ვერ გაიტან,ხან პასს არ გააკეთებ,ბოლობოლო რაჭის დოკუტს ხო არ ეთამაშები არა? გაგიტანენ აბა რას იზავენ.

არაუშავს არაუშავს - დღეს სიტია და ვნახოთ აბა რა და როგორ იქნება. am


იასნა ეგრეა მარა აქ სექტა ხო უნდა გამოვიდეს და ოლე ეგრეე გაუშვას გუნდიდან მარტო ამას ხედავენ და არა იმ დეტალებს რაც რეალურად პრობლემას ქმნის სერიოზულს.
0
№10
ავტორი: LASHQARA
12 დეკემბერი 2020 22:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
აბა რა რა ოლეს მიახტით დაცვამ რა ქნა ეგ ოლეს ბრალი როგორ შეიძლება იყოს, ყველა გოლი დაცვის შეცდომიდან გავიდა, მესამე საერთოდ რა იყო, კარგით რა მართლა, ოლეს შეცდომა იყო ცვლილებები 2 მცველის, მაგრამ იქამდე რა ხდებოდა გავიწყდებათ? თუ რა ხდება ვერ გავიგე?
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top