"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი ბრუნო ფერნანდეში, ნოემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
ფერნანდეშმა ოთხ მატჩში ოთხი გოლი გაიტანა.მათ შორის არის შვიდ ნოემბერს გამართული მატჩი,სადაც "ევერტონმა" "იუნაიტედს" უმასპინძლა და 1-3 წააგო.აქედან ორი გოლი ბრუნოს ანგარიშზეა.ასევე 21 ნოემბერს გამართულ მატჩში სადაც "მანჩესტერმა" 1-0 მოუგო "ვესტ ბრომვიჩს" ის ერთადერთი გოლიც პორტუგალიელის ანგარიშზეა,რომელმაც პენალტი გოლად აქცია.ნოემბრის ბოლო თამასში კი გასვლაზე "მანჩესტერმა" "საუთჰემპტონი" დაამარცხა 2-3,სადაც ბრუნომ ერთი გოლის გატანა მოახერხა.
ბრუნომ პრემიერ ლიგის თვის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება უკვე მესამეჯერ მიიღო.