მინო რაიოლას განცხადებამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ამის შესახებ აზრის დაფიქსირება საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელს დეშამს თხოვეს.
"მე ვფიქრობ, რომ გადაწყვეტილებას ფეხბურთელები იღებენ და არა აგენტები. ბიძის,ბებიის,ბაბუის,მამიდის და ძაღლის რეაქციებზე კომენტირებას არ ვაპირებ. პოლი ახლაც კი "იუნაიტედის" ფეხბურთელია, მაგრამ მომავალში რა და როგორ იქნება, ეს არავინ არ იცის. მე თუ აზრს მკითხავს, ჩემს პოზიციას მკაფიოდ დავაფიქსირებ, მაგრამ რჩევას არ მივცემ. როცა საქმე კარიერას ეხება, გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღონ." - თქვა საფრანგეთის ნაკრების თავკაცმა.