ჯესი ლინგარდი მზადაა სთხოვოს "მანჩესტერ იუნაიტედს", რომ ის იანვარში გაუშვან.
ჯესი ამ სეზონში გუნდის შემადგენლობაში საერთოდ არ გამოჩენილა. მხოლოდ ორი თამაში ითამაშა თასზე.
მიუხედავად უთამაშებლობისა, 27 წლის ფეხბურთელი დიდ ინტერესს იწვევს პრემიერ ლიგის კონკურენტების მხრიდან. მისი კონტრაქტის მოქმედების ვადა ზაფხულში იწურება და თუ კლუბმა 1 წლიანი ავტომატური გახანგრძლივების პუნქტი არ გამოიყენა, ლინგარდი თავისუფალი სტატუსით დატოვებს კლუბს.
ლინგარდით დაინტერსბულია გერმანიის, ესპანეთისა და იტალიის კლუბები. ასევე "სელტიკი" და "რეინჯერსი" იბრძვიან ინგლისელის შესაძენად.