ოლე გუნარ სოლსკიაერმა განმარტა, თუ რატომ არ წაიყვანა ფრედი "ვესტ ჰემში" - იუნაიტედის ბრაზილიელმა ნახევარმცველმა დატვირთული სეზონის დაწყებამდე შეისვენა.
"ფრედი არ არის დაშავებული", - თქვა ოლემ. "ის შემდეგი მატჩებისთვის ემზადება, რადგან სეზონი ძალიან გრძელია. ეს ტაქტიკური გადაწყვეტილება იყო - მოედანზე უფრო მეტი ფიზიკურად ძლიერი და მაღალი მოთამაშეები მჭირდებოდა. ამიტომ ამ მატჩისთვის ავირჩიე პოლი, სკოტი და ნემანია."
ოლემ ასევე კომენტარი გააკეთა პოლ პოგბას გოლზე. "ვარს არ ქონდა ტექნოლოგია იმის დასადასტურებლად, ბურთმა გადაკვეთა თუ არა პირითი ხაზი." მაგრამ სოლსკიაერი თვლის, რომ თამაშში კიდევ უფრო მეტი ტექნოლოგიის დანერგვა არ ღირს.
"დანამდვილებით ვერ ვიტყვი, გადავიდა თუ არა ბურთი," - თქვა ოლემ. - "ეს იყო პოლის შესანიშნავი გოლი."
"ახლა ძალიან ბევრი თემაა განსახილველად VAR– თან დაკავშირებით, ყოველი მომენტი განხილულია უმცირეს დეტალებად. მაშ მოდით განვიხილოთ ფრედის გაძევება "პსჟ-ს" წინააღმდეგ მატჩში."
"ვაღიაროთ, რომ ადამიანი ცდება. ალბათ ასეთი შეცდომა იყო, მაგრამ ესეც ფეხბურთის ნაწილია".