"პირველ ტაიმში ყველანაირად ვცდილობდით გავმკლავებოდით კონტრშეტევებს. მე ვფიქრობ, რომ როდესაც ბურთი გვქონდა, ძალიან ნელა ვმოქმედებდით, ამიტომ ძალიან ხშირად ვკარგავდით მას. რა თქმა უნდა, ბურთის კონტროლში უპირატესობა გვქონდა, მაგრამ ისინი გვიტევდნენ და ძალიან საშიშად გამოიყურებოდნენ. პირველი ტაიმი ძალიან ცუდად ჩავატარეთ, მაგრამ მეორე ტაიმში გოლმა განწყობა შეგვიცვალა."
რა ისაუბრეთ შესვენებაზე
"თქვენ უნდა შეინარჩუნოთ სიმშვიდე და გამოასწოროთ რამდენიმე საკითხი, რაც პირველ ტაიმში არასწორად მოხდა. ოდნავ შევცვალეთ ტაქტიკა: გუნდის ფორმირება და ბალანსი, მაგრამ ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო საკუთარ თავებში დალაგება, რადგან გოლის გაშვების შემდეგ, როგორც ჩანს, ჩვენ თამაშის რიტმს ვერ ავყევით და სტრესში ვიყავით. ასე რომ, მე უბრალოდ ყველა უნდა დამემშვიდებინა და ამ მატჩში ჩემი მიზნი მქონდა."
შეცვლებმა ითამაშა მთავარი როლი
"ადვილი არ არის ასეთი ფეხბურთელების სკამზე დატოვება, ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ვმართოთ მთელი სეზონი და გავითვალისწინოთ სათამაშო დრო. მათ შორის დაზიანებები, დაღლილობა. შესვენების დროს, თქვენ იცით, რომ შეგიძლიათ გააკეთოთ ისეთი რამ, რაც შეცვლის სიტუაციას მატჩებში, რა თქმა უნდა, შეცვლები დაგვეხმარა, მიუხედავად მცირე ტრავმებისა, იძულებული ვიყავი ეს გამეკეთებინა."
სიახლე დაშავებულებზე
"მარსიალი და ედინსონი დავკარგეთ - მათ თამაში ვერ გააგრძელეს და სამშაბათს შემდეგი მატჩი გვექნება. ეს იქნება სეზონი, რომელშიც დროდადრო მოგვიწევს გამკლავება ფეხბურთელების გარეშე. უბრალოდ მოხარული ვარ, რომ ასეთი სკამი გვაქვს. იმედი მაქვს, რომ ისინი სერიოზულად არ დაშავებულან. ჩვენ გავაკეთებთ სკანირებას და ვიმედოვნებთ, რომ მალე შეძლებენ დაბრუნებას."
სუპერ გოლები
"ეს ნიშნავს ინდივიდუალურ უნარს, როდესაც გყავს კარგი ფეხბურთელები. თქვენ იცით, რომ მათ ნებისმიერ მომენტში შეუძლიათ ამის ჩვენება და სამივე გოლი ჩემი აზრით შესანიშნავი იყო. პოლის პირველი გოლი - დააკვირდა ბურთს და კუთხეში გაისროლა. მეისონმა იდეალურად დაასრულა შეტევა, მაგრამ მატას პასი მცირე შედევრია. თქვენ უნდა გაიტანოთ, როდესაც ამ შანსს მიიღებთ. მიიღე შანსი? მაშინ უნდა გაიტანო."
ისევ ასეთი გამარჯვება
"ახლა ბიჭებს ამის რწმენა აქვთ და აქვთ თავდეჯერებულობა, რომ ჩვენ შეგვიძლია ყველაფრის შეცვლა. დიახ, შესვენებამდე ჩვენ ძლიერი წნეხი მივიღეთ და შესვენება ძალიან სასარგებლო იყო ჩვენთვის. ჩვენ გვქონდა საჭირო დრო დასალაგებლად და ახლა ჩვენ ამ გზით ძალიან ხშირად ვიმარჯვებთ. ეს არის ამ ბიჭებში და ამ კლუბის ლოგოში. ვფიქრობ, რომ შინ ჩვენც უფრო თანმიმდევრულად უნდა ვითამაშოთ და გავიმარჯვოთ. ახლა ჩვენ წინ მივიწევთ და უკეთესად ვხვდებით მატჩებს, სადაც შეხვედრის დროს 1: 0 ან 2: 0 ვაგებთ. ეს ბიჭების რწმენასა და ხასიათს აჩვენებს. რწმენას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ამაში ისინი თავად დარწმუნდნენ თავიანთი თამაშის მაგალითზე და ბოლო დროს მიღწეულ შედეგებზე."