ჩემპიონთა ლიგა სურპრიზებით არის სავსე და როგორც ჩანს გამონაკლისი არც 2020-2021 წლის სეზონი იქნება. თითქმის გაირკვა ფლეი-ოფში გამსვლელი კლუბების ვინაობა, რასაც ორ დიდ გრანდზე ნამდვილად ვერ ვიტყვით.
B და H ჯგუფები ყველაზე დაძაბული გამოდგა. მხოლოდ ბოლო ტურში გადაწყდება ჯგუფიდან გამსვლელთა ვინაობა და იმავე დღესვე შესაძლოა გადაწყდეს მწვრთნელების ბედიც.
საქმე ეხება ზინედინ ზიდანს და ოლე გუნარ სოლსკაიერს: მხოლოდ ერთი თამაში და შესაძლოა ორივე კლუბი მწვრთნელის გარეშე დარჩეს. რაც შეეხება მადრიდის "რეალს", აქამდე არასდროს ყოფილა, რომ ეს ესპანური გრანდი ჯგუფში ჩარჩენილიყო, თუმცა ყველაფერი შეიძლება მოხდეს. მიუხედავად 3 მოგებული ჩემპიონთა ლიგისა, წარმუმატებლობის შემთხვევაში ფრანგს კარისკენ მიუთითებენ.
ნორვეგიელ სპეციალისტსაც იგივე ელის, თუ ის ვერ შეძლებს "იუნაიტედის" ჯგუფიდან გაყვანას. ისედაც არასტაბილურად მოთამაშე გუნდი, რომელიც სრულად არაპროგნოზირებადია თავისი შედეგებიდან გამომდინარე, ასეთი წარუმატებლობის შემთხვევაში კლუბიდან აბარგება მოუწევს.
სხვადასხვა გამოცემები წერენ, რომ სწორედ ბოლო ტური გადაწყვეტს ორივე სპეციალისტის ბდეს.