"უკეთესი იქნება, თუ უბრალოდ წამხვალ!" ანდრეი კანჩელსკისი აკრიტიკებს პოლ პოგბას, რომ ის ყოველთვის საუბრობს "იუნაიტედის" დატოვებაზე და აღწერს აგენტ მინო რაიოლას, როგორც დიდ პრობლემას მას შემდეგ, რაც 89 მილიონი ფუნტის ღირებულების ნახევარმცველმა ისაუბრა თავის "ოცნებაზე" მადრიდის "რეალში" თამაშზე.
ანდრეი კანჩელსკისი პოლ პოგბას: "ან დატოვე "მანჩესტერ იუნაიტედი", ან გაჩუმდი."
"იუნაიტედის" ყოფილი გარემარბი ვერ ხედავს მიზეზს, რის გამოც პოგბა, რომელიც არაერთხელ საუბრობდა თავის ოცნებაზე, რომ ერთ დღეს მადრიდის "რეალში" ეთამაშა, "ოლდ ტრაფორდზე" უნდა დარჩეს.
კანჩელსკისმა, რომელიც ალექს ფერგიუსონის მეთაურობით "იუნაიტედში" თამაშობდა 1991 და 1995 წლებში ამბობს: "თუ შენ ყოველ ჯერზე ამბობ: მე ეს არ მომწონს, ის არ მომწონს, მინდა წასვლა, უბრალოდ წადი დაგვტოვე, არაა პრობლემა."
”რა თქმა უნდა, რაიოლა ძალიან დიდი პრობლემაა, ის ყოველთვის ამბობს, რომ პოგბა არ არის ბედნიერი "მანჩესტერ იუნაიტედში".
"თუ გინდა "მანჩესტერ იუნაიტედში" თამაში, გულით უნდა აკეთებდე ამას, ითამაშო 100 პროცენტით. სირცხვილია, რადგან პოგბა შესანიშნავი ფეხბურთელია." - ამბობს უკრაინელი.