სკოტ მაკტომინეი შეშფოთებული იყო იმით, თუ როგორ თამაშობდა "იუნაიტედი" პარი სენ-ჟერმენის წინააღმდეგ. "წითელი ეშმაკების" ნახევარმცველი მიიჩნევს, რომ მოწინააღმდეგე ფეხბურთელების ქცევა და მატჩში მსაჯის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შორს იყო იდეალურისგან.
”მოწინააღმდეგეთა საქციელი? ამაზე სათქმელი არაფერი მაქვს, რადგან პრობლემები შემექმნება, თუ ამაზე საუბარს დავიწყებ ან არბიტრის ქმედებებზე", - თქვა მაკტომინეიმ MUTV- სთან ინტერვიუში. - "ჩვენივე დაუდევრობის გამო გოლი გავუშვით. ძნელია ასეთი რამის ყურება, როდესაც ხედავ, როგორ მიმდინარეობს მთელი თამაში ”.
”ჩვენ ბრწყინვალედ ვითამაშეთ გაშვებული ბურთის შემდეგ. მეტოქის ფეხბურთელებსა და მსაჯებზე ბევრს არ ვისაუბრებ, მაგრამ სამწუხაროდ დროდადრო ამასთან გამკლავება გიწევს, როდესაც ევროპაში თამაშობ ”.
” მეჩვენება, რომ ბალანსი აშკარად დაირღვა გადაწყვეტილებების მხრივ. ჩვენ კვირიდან კვირამდე ვხედავთ შეცდომებს და ამის შესაჩერებლად რაღაც უნდა გაკეთდეს. ჩემი აზრით, დროა ფეხბურთი დაუბრუნდეს პირვანდელ მდგომარეობას. ”
”რაც შეეხება შანსების გამოყენებას, ჩვენ ძალიან ხარისხიანი შეტევა გვყავს და აბსოლუტურად ვენდობით თავდამსხმელებს, მაგრამ ზოგჯერ ბურთი ბადეში არ შედის - ეს ხდება. შესვენების დროს ბიჭებს ვუთხარი, რომ თუ ამ თამაშიდან შედგს ვერ მივიღებთ, მაშინ საშინლად იმედგაცრუებული და გაბრაზებული ვიქნები! " - თქვა სკოტმა.