"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვთნელმი, ოლე გუნარ სოლსკიაერი კავანის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება.
ურუგვაელს 3-მატჩიანი დისკვალიფიკცია ემუქრება იმის გამო, რომ სოციალურ ქსელში ერთ-ერთ მეგობარს სიტყვა "Negrito"-თი მიმართა, რაც ითარგმნება, როგორც "შავკანიანი".
სეზონის დაწყებამდე FA-მ გააფრთხილა ყველა, რომ სოც-მედიაში ასეთი შინაარსის პოსტები აუცილებლად იქნებოდა დასჯადი.
"ჩვენ ვისაუბრეთ და ის ძალიან შეწუხებულია და ნანობს მომხდარს. მას არ ქონია ცუდი განძრახვა. მე მას ავუხსენი არსებული წესები და რათქმაუნდა მზად არის ითანამშრომლოს ასოციაციასთან. მე მას მხარს ვუჭერ, ის ახლახანს მოვიდა ჩვენს ქვეყანაში, ურუგვაიში სხვა წესებია."
"ასევე მინდა გამოვეხმაურო და დავეთანხმო გარი ნევილის განცხადებას ყველა იმ უცხოელის განათლებაზე, რომელიც ინგლისურ კლუბში მოდის. ედინსონმა რთული გაკვეთილი მიიღო."