"ოლდ ტრაფორდი" ბრიტანეთის ყველაზე საყვარელ სტადიონად აირჩიეს ორგანიზაცია "ტაბასკოს" ჩატარებული კვლევის მიხედვით.
ბრიტანელების 32% -მა "ოლდ ტრაფორდი" დაასახელა თავის საყვარელ სტადიონად, ხოლო "იუნაიტედის" საშინაო სტადიონმა ბრიტანეთის სპორტული ობიექტების საერთო სიაში მეშვიდე ადგილი დაიკავა. უემბლის სტადიონი, უიმბლდონის ცენტრის კორტი და ლორდ კრიკეტის სტადიონი, ასევე ბრიტანეთის საუკეთესო სპორტული ადგილების ათეულში შედიან.
"ოლდ ტრაფორდი" პრემიერ ლიგის ყველაზე დიდი სტადიონია და სიდიდით მეორეა ინგლისში, "უემბლის" შემდეგ.