ედინსონ კავანმა და "მანჩესტერ იუნაიტედმა" გაავრცელეს განცხადებები ფეხბურთელის ინსტაგრამის ინციდენტთან დაკავშირებით, რომელშიც სიტყვა "ნეგრიტო" განიხილებოდა, როგორც რასისტული.
"პოსტი, რომელიც კვირას მატჩის შემდეგ გამოვაქვეყნე, გამიზნული იყო როგორც მეგობრული მისალმება ჩემი მეგობრისთვის, მინდოდა მადლობა გადამეხადა მატჩის შემდეგ მილოცვებისთვის," - თქვა კავანმა კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში. - "ყველაზე ნაკლებად მინდოდა ვინმეს შეურაცხყოფა. მე საერთოდ წინააღმდეგი ვარ რასიზმისა და მაშინვე წავშალე ეს შეტყობინება, როგორც კი განმიმარტეს, რომ მისი ინტერპრეტაცია სხვადასხვა გზით შეიძლებოდა. ამის გამო მინდა გულწრფელად ბოდიში მოვიხადო".
"მანჩესტერ იუნაიტედმა" ასევე გამოაქვეყნა ცალკე განცხადება:
"ჩვენთვის აბსოლუტურად გასაგებია, რომ ედინსონის პოსტი გამოქვეყნდა ყოველგვარი მავნე განზრახვის გარეშე და მან წაშალა როგორც კი შეატყობინეს, რომ შეიძლება არასწორად იქნას აღქმული. ედინსონი ბოდიშს გიხდით, თუ უნებლიედ შეურაცხყო ვინმეს გრძნობები. "მანჩესტერ იუნაიტედი" და კლუბის ყველა მოთამაშე სრულად უჭერს მხარს რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლას."