არსენალთან წაგების შემდეგ, ერთი თვის წინ, კინმა გააკრიტიკა ურუგვაელი და თქვა, რომ მან ფეხიც კი არ გაახურა მოედანზე გასვლამდე და ყოველგვარი სურვილის გარეშე ითამაშა, მაგრამ გუშინდელი მატჩის შემდეგ, "იუნაიტედის" ყოფილმა კაპიტანმა თქვა, რომ ედინსონმა მოახერხა მისი დარწმუნება.
"ის აშკარად არ ჩქარობდა მოედანზე გასვლას და ბუცებს იცვლიდა,” - უთხრა კინმა Sky Sports– ს. "როგორც ჩანს, ეს ბიჭი საერთოდ არ იყო მზად თამაშისთვის, თუმცა, საბოლოოდ მან ორი გოლი გაიტანა თავით."
"მან თავისი ქმედებებით უდიდესი წვლილი შეიტანა გუნდის მუშაობაში და აშკარაა, რომ მან არ დაკარგა საუკეთესო თვისებები და კვლავ სურს თამაშობდეს და გოლები გაიტანოს."
"ასეთი შენაძენები ყოველთვის რისკს წარმოადგენს. ხალხს ეჭვი ეპარებოდა იმაში, რომ ის ისევე დაგეშილია გამარჯვებებისა და გოლების გასატანად. თავდაპირველად ეს ეჭვები მხოლოდ გაძლიერდა. ზოგჯერ მიწევდა ფიქრი: შეიძლება ის მართლაც კვლავ ათამაშდეს მაღალ დონეზე? დღეს ჩვენ ვნახეთ იმის მტკიცებულება, რომ ის შეიძლება დიდი აქტივი იყოს "იუნაიტედისთვის," მან ეს დღეს გააკეთა ".