ვესტ ჰემის ნახევარმცველი დეკლან რაისი აღიარებს, რომ ის გაოცებული იყო მარკუს რეშფორდის უნარით, როდესაც მან "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელთან ერთად ნაკრებში ივარჯიშა. 21 წლის ფეხბურთელი იხსენებს, რომ როდესაც პირველად მოხვდა ნაკრებში, მათმა დონემ გააოცა და განსაკუთრებით გამოყო ჰარი კეინი და მარკუს რეშფორდი. რაისი ამბობს, რომ სწორედ ამ ორმა ფეხბურთელმა მოახდინა ყველაზე დიდი შთაბეჭდილება.
"მე არასდროს მინახავს ასეთი სწრაფი ფეხბურთელი, რომელიც ბურთთან ერთად ასეთი სისწრაფით გადაადგილდებოდეს. შოკირებული ვიყავი, როდესაც მას ვუყურებდი და ვთქვი, რომ ეს ბიჭი ელვის სისწრაფით გადაადგილდება."
"მასთან ერთი-ერთზე დარჩენას არავის ვურჩევ, ის აუცილებლად გაგასწრებს, მისი შეჩერება პრაქტიკულად შეუძლებელია" - თქვა ახალგაზრდა ინგლისელმა.