თბილისი:
მანჩესტერი:
30-11-2020, 12:08
ავტორი: ALEXFERGUSON,
ნანახია: 1183,
კომენტარები: 2
ოლე თამაშის შემდეგ
ეს ჩვენი ტრადიციაა.
ოლე თამაშის შემდეგ
გასვლაზე ზედიზედ 8 მოგება

"ეს ძალიან რთული ლიგაა და ვფიქრობ, ამ შედეგზე გავლენა იქონია იმ ფაქტმა, რომ სტადიონებზე გულშემატკივარი არ არის. დღეს ჩვენთვის მთავარი სამი ქულა იყო. აშკარად ჩანდა, რომ ბიჭები მზად იყვნენ და მატჩზე იყვნენ კონცენტრირებულნი. ჩვენ კარგად ვითამაშეთ, შევქმენით შანსები, მაგრამ სამწუხაროდ, ყველას ვერ რეალიზება ვერ მოხერხდა, თუმცა ჩვენ შევძელით და მივიღეთ ის, რაც დავიმსახურეთ".

ბრუნოს გოლი დროულად გავიდა

"ჩვენ ვიცოდით, რომ მატჩში გოლები მაინც იქნებოდა და ამოცანა იყო პირველ ტაიმში გატანა, ან მეორე ტაიმის 20-25 წუთში. ჩვენ ვიცით, რომ ჩვენ სულ უფრო და უფრო ვძლიერდებით, ჩვენ შეგვიძლია ფიზიკურად ძლიერი გუნდების წინააღმდეგ თამაში, პლიუს თავის როლს თამაშობს შეცვლები და ედინსონმა წარმოუდგენელი გავლენა მოახდინა თამაშზე".

კავანის შესახებ

"მისი უდიდესი გამოცდილებისა და განსაკუთრებული ხარისხის გამო ის არის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე მსოფლიოში. მას ყოველთვის სურს იყოს მიზანთან ახლოს და მე მომწონს ამ ტიპის ფეხბურთელები. ზოგჯერ ადვილი არ არის მოწინააღმდეგის შუაგულში აღმოჩნდეთ, მაგრამ ამ პოზიციაში ბურთის მოპოვებისას ყოველთვის ძალიან საშიშია. ორი გოლი შესანიშნავი შედეგია"!

პირველი ტაიმის თამაში

"მე ვფიქრობ, რომ ჩვენ შესანიშნავად ვითამაშეთ და მალევე შევქმენით საშიში მომენტი. ჩვენ უბრალოდ ვერ გამოვიყენეთ ჩვენი შანსები, ზოგჯერ ეს ხდება. მაკარტის ფანტასტიკური სეივები, განსაკუთრებით მეისონის დარტყმისა და ბრუნოს მომენტში - წარმოუდგენელი მეკარის თამაში! ეს მსოფლიო კლასის სეივი იყო! ჩვენ ვაჩვენეთ შესანიშნავი ფეხბურთი, შევქმენით ხუთი მომენტი, მაგრამ მეტოქეს ჰყავდა ვარდ-პრაუზი, რომლის გაჩერება უბრალოდ შეუძლებელია. როდესაც თქვენს მეტოქეს ჰყავს ამ შესაძლებლობების მოთამაშე, უმჯობესია არ მისცეთ შანსები შეასრულონ დარტყმები. დიახ, ჩვენ შეცდომები დავუშვით, მაგრამ საბოლოოდ გავიმარჯვეთ".

დე ხეას ტრავმის შესახებ

"იმედია ოთხშაბათამდე მზად იქნება, თუმცა ჯერ არაფერია ცნობილი. ორშაბათს გავაკეთებთ პატარა გამოკვლევას და ვნახავთ რა მდგომარეობაშია მისი მუხლი, მაგრამ უნდა ითქვას, რომ დინი გამოვიდა და ძალიან თავდაჯერებულად გამოიყურებოდა".

ტრადიციების დაბრუნება

"შესანიშნავი დასასრული. ვიმედოვნებ, რომ ჩვენ მოვახერხეთ ჩვენი გულშემატკივრების გახარება, რომლებიც მატჩს ტელევიზორში უყურებდნენ, რადგან ეს ძალიან კარგი გამოსვლა იყო. არასდროს დანებდე, ეს არის "მანჩესტერ იუნაიტედის" ძალიან კარგი ტრადიცია. ეს იყო შესანიშნავი დაბრუნება და საბოლოოდ გამარჯვების გოლი - ეს იყო შესანიშნავი! ბოლო წუთებში კარგია ასეთი სამი ქულის მიღება. ეს ჩვენი კლუბის ტრადიციაცაა. ეს გუნდი სულ უფრო და უფრო უკეთესდება და სწორედ ეს არის ის, რისი დანახვაც მსურს".

http://www.manutd.ru/
ინტერვიუები
2 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
30 ნოემბერი 2020 15:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11428
შედის გუნდი აშკარად ფირმაში და იმედია სტაბილურობას შევინარჩუნებთ ... წელს ჩემპიონობისთვის უნდა ვიბრძოლოთ❤️
1
№2
ავტორი: SANDROGRIGA
1 დეკემბერი 2020 12:37
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
სახლშიც უნდა მოიგონ თამაშები, ამ ბოლო დროს ძაან ცუდად თამაშობენ ოლდ ტრაფორდზე
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top