"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი შემტევი რობინ ვან პერსი გუნდის თამაშებს თვალს აქტიურად ადევნებს. გამონაკლისი არც გუშინდელი დაპირისპირება ყოფილა.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ ლიგის 10- ე ტურში, ოლე გუნარ სოლსკიაერის შეგირდებმა სტუმრად დაძაბულ ბრძოლაში "საუთჰემპტონს" 2-3 სძლიეს და მორიგი სამი ქულა ჩაიწერეს აქტივში.
აღსანიშნავია "წითელი ეშმაკების" ახლადშეძენილი ფორვარდის ედინსონ კავანის იდეალური თამაში, რომელიც თამაშში სათადარიგო სკამიდან ჩაერთო.
ურუგვაელმა სამივე გოლში მიიღო მონაწილეობა, დუბლი თავად შეასრულა ხოლო საკუთარი აქტივი საგოლე გადაცემითაც შეავსო.
აღნიშნული შეხვედრის შემდეგ რობინ ვან პერსიმ სოციალურ ქსელში პოსტი განათავსა, სადაც მან კავანის საპატივსაცემოდ ურუგვაელის პროფილის ზედმეტსახელი - "El Matador" - გამოაქვეყნა.
ახალი ამბები
8 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.