პრემიერ ლიგის მეათე ტურში "საუთჰემპტონი" ცხრილის სათაავეებისკენ მიმავალ "მანჩესტერ იუნიტედს" დაუპირისპირდა. ოლე გუნარ სოლსკიაერის შეგირდებმა მატჩი 2-0 - დან შემოატრიალეს და ტაბლოზე საბოლოო ანგარიში 2-3 დააფიქსირეს.
მატჩისშემდგომ ინტერვიუში, "წითელი ეშმაკების" დამრიგებელმა ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ის თავისი გუნდის გამოსვლით სიამაყის განცდას ფლობდა.
"მეორე ტაიმში კარგად ვითამაშეთ. ბიჭებით ამაყი ჯერ კიდევ მაშინ ვიყავი როდესაც ანგარიში 2-2 იყო, ვინაიდან ჩვენ შევძელით თამაშში დაბრუნება. ჩემი გუნდი უფრო და უფრო უკეთესი ხდება - ეს არის ყველაფერი ის რისი ხილვაც მსურს, კარგ ფორმაში შევდივართ.
რაც შეეხება დავიდ დე ხეას, მას სამედიცინო გამოკვლევები ესაჭიროება ზუსტი პასუხის მისაღებად. ვიმედოვნებ, რომ ის ოთხშაბათს ჩვენთან ერთად იქნება, თუმცა ამაში დარწმუნებული არ ვარ". - ციტირებს Sky Sports- ი სოლსკიაერის სიტყვებს.
ინტერვიუები
10 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.