სერ ალექს ფერგიუსონი მხარს დაუჭერს მარკუს რეშფორდის კამპანიას, რათა უზრუნველყოს უფასო დამატებითი კვება დაბალი შემოსავლის მქონე ბავშვებისთვის.
ინგლისის ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა და ყველაზე პოპულარულმა გაზეთმა Times- მა მკითხველებს რეშფორდის კამპანიის დასახმარებლად მოუწოდა და სერ ალექსმა თქვა, რომ შეგროვებული თანხა გაორმაგდება.
ფერგიუსონი თავის მეგობარ ბრიტანელ ფილანტროპ მაიკლ მორიცთან ერთად შექმნის ერთობლივ ფონდს 2 მილიონ ფუნტ სტერლინგამდე და გააორმაგებს ყოველ შემოსულ ფუნტს. შემდეგ მთლიანი თანხა გადაეცემა FareShare- ს, საქველმოქმედო ორგანიზაციას, რომელთანაც რეშფორდი მუშაობს.
"მე უბრალოდ შოკირებული ვიყავი, თუ რამდენ ადამიანს ჭირდება საკვები, - თქვა სერ ალექსმა გამოცემასთან ინტერვიუში. - მარკუსმა გამოაფხიზლა ყველა ბრიტანელი. მან ფანტასტიკური სამუშაო გასწია და ჩვენ ყველანი ძალიან ვამაყობთ მისით! "
"ბრიტანეთში ფეხბურთელები ცნობილი ადამიანები არიან და მე ვერ ვხედავ მიზეზს, თუ რატომ არ შეუძლიათ თავიანთი ცნობადობის სწორად გამოყენება. მარკუსმა მათ გზა აჩვენა და იმედი მაქვს, რომ ადამიანები შეუერთდებიან რეშფორდს და მხარს დაუჭერენ ამ გრანდიოზულ კამპანიას."
"რას ვურჩევდი მარკუსს? ვშიშობ, რომ მისი რჩევა მჭირდება და არა პირიქით. საოცარია ის, რასაც ის 23 წლის ასაკში აკეთებს! მარკუსს რჩევა არ ჭირდება, რადგან მას უკვე აქვს ყველა საჭირო თვისება. ვხედავ, როგორ ცხოვრობს, ვხედავ მის მოკრძალებას, ვხედავ, რომ ფული თავში არ აუვარდა." - დაასრულა ლეგენდარულმა სერ ალექსმა.