"მანჩესტერ იუნაიტედი" იძულებულია გადაუხადოს რამდენიმე მილიონი ფუნტი კიბერდამნაშავეებს, რომლებმაც დაიწყეს კიბერშეტევა კლუბის კომპიუტერულ სისტემაზე, იუწყება The Times.
თავდასხმა მოხდა გასულ პარასკევს და მას შემდეგ სისტემა აღარ მუშაობს. გამოცემა იუწყება, რომ პერსონალს ჯერ კიდევ არ შეუძლია პირადი ფოსტის გამოყენება.
ექსპერტები თანხმდებიან, რომ ამჟამად პრობლემების თავიდან აცილების ყველაზე მისაღები გზაა დამნაშავეთა მოთხოვნების შესრულება და ანაზღაურება, რადგან კონფიდენციალური მონაცემების ინტერნეტში მოხვედრის რისკი ძალიან მაღალია.
კლუბის წყაროების ცნობით, მენეჯმენტი პრობლემის გადაჭრას ჩქარობს, რადგან სისტემის გათიშვა ყოველ დღე უამრავ სირთულეს ქმნის.