მილანის თურქმა ნახევარმცველმა ჰაკან ჩალჰანოღლუმ კარიერა შესაძლოა ინგლისის პრემიერ ლიგაში გააგრძელოს. მისით ოლე გუნარ სოლსკიაერის "მანჩესტერ იუნაიტედი" ინტერესდება. - წერს იტალიური სპორტული გამოცემა Tuttosport - ი.
აღნიშნული წყარო ასევე იუწყება, რომ 26 წლის ფეხბურთელის აგენტს უკვე დაუკავშირდა "იუნაიტედის" მენეჯმენტი. "მანკუნიანელების" ბანაკში ფიქრობენ, რომ ჩალჰანოღლუ მომავალ წელს მათ რიგებს უფასოდ შეავსებს ვინაიდან და რადგანაც ფეხბურთელს მილანელებთან კონტრაქტი სეზონის დასრულების შემდეგ ეწურება.
"როსონერი" იმედოვნებს რომ თურქი ნახევარმცველი ახალ კონტრაქტს გააფორმებს თუმცა როგორც ცნობილია მხარეებს შორის შეთანხმება ვერ ხერხდება ვინაიდან ჰაკანს წლიური ანაზღაურების სახით 7 მილიონი ევროს მიღება სურს.
ფეხბურთელი მილანური გრანდის ღირსებას 2017 წლიდან იცავს. ამ ხნის მანძილზე მისი მონაგარი კი 27 გოლი და 40 საგოლე გადაცემაა.
ჭორები
8 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.