"მანჩესტერ იუნაიტედის" ფრანგი ნახევარმცველი პოლ პოგბა გუნდს პრემიერ ლიგის მომდევნო ტურში ვერ დაეხმარება.
ნოემბრის თვის სანაკრებო პაუზის შემდეგ, პოლი გუნდს ორი ჩატარებული შეხვედრიდან ვერცერთში ვერ დაეხმარა, როგორც ჩანს მისთვის უქმე დღეები გრძელდება.
"წითელი ეშმაკები" პრემიერლიგურ დაპირისპირებაში კვირას "საუთჰემპტონთან" ეცდებიან სამი ქულის აღებას.
გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ოლე გუნარ სოლსკიაერმა, წინასამატჩო პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ ფრანგ ფეხბურთელს გუნდთან ერთად დღევანდელ სავარჯიშო სესიაში მონაწილეობა არ მიუღია, რის შემდეგაც მისი თამაში "წმინდანებთან" დაპირისპირებაში საეჭვოა. ნორვეგიელი სპეციალისტის თქმით, პოგბას ტრავმა ტერფის არეში აწუხებს.
მიმდინარე სეზონში, ნახევარმცველმა "მანჩესტერ იუნაიტედის" რიგებში 11 შეხვედრა ჩაატარა, საკუთარ მონაგარს რაც შეეხება, პოლმა საკუთარ აქტივს ერთი გოლი და ორი საგოლე გადაცემა შემატა.
ახალი ამბები
10 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.