გავრცელებული ინფორმაციით, "იუვენტუსი" აპირებს დონის ირგვლივ შექმნილი ვითარება გამოიყენოს და ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე "იუნაიტედს" იჯარაზე მიმართოს. მათ ასევე სურთ, რომ იჯარის პუნქტში გამოსყიდვის უფლებაც ჩაიდოს, სადაც ნიდერლანდელის ყიდვა ტურინულ კლუბს 30 მილიონად შეეძლება.
იტალიაში ფიქრობენ, რომ ზამთარში ვან დე ბეკის ყიდვა ძალიან გაუჭირდებათ, სწორედ ამიტომ აპირებენ იჯარაზე მიმართვას.