თბილისი:
მანჩესტერი:
25-11-2020, 13:08
ავტორი: ALEXFERGUSON,
ნანახია: 1440,
კომენტარები: 10
რეშს მე პირობა მივეცი და შევასრულე
ჰეთრიკი? არა მთავარი შედეგია.
რეშს მე პირობა მივეცი და შევასრულე
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელმა ბრუნო ფერნანდეშმა ისაუბრა იმაზე, თუ რატომ არ გამოიყენა ჰეთრიკის შესაძლებლობის შანსი და პენალტის შესრულების უფლება რატომ მისცა მარკუს რეშფორდს.

"რა თქმა უნდა, ყველა მოთამაშეს ჰეთრიკის გაკეთება სურს, მაგრამ პრემიერ ლიგაში "ვესტ ბრომთან" თამაშის შემდეგ, რაშს დავპირდი, რომ მას შეეძლო შემდეგი პენალტის დარტყმა. გარდა ამისა, მარკუსი ამ ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირია, ამიტომ მისთვის მნიშვნელოვანია გოლის გატანა. როგორც ვთქვი, მნიშვნელობა არ აქვს ვინ გაიტანს, მთავარია შედეგი."

"დღეს ჩვენ კარგად ვითამაშეთ, მატჩი სწორად დავიწყეთ - ძლიერად, ინტენსიურად. პირველი ტაიმი მნიშვნელოვანი იყო. ჩვენ ცხრილში კარგ პოზიციაზე ვართ, მაგრამ მოდუნება არ შეგვიძლია - ახლა ჩვენ ყურადღება უნდა გავამახვილოთ კვირის მატჩის მოგებაზე. ამის შემდეგ დიდი დრო აღარ გვექნება შემდეგი თამაშისთვის - ისევ ჩემპიონთა ლიგაზე. "

http://www.manutd.ru/
ინტერვიუები
10 კომენტარი
№1
ავტორი: gaga1987
25 ნოემბერი 2020 13:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
კაცი გული და სული ♥️
0
№2
ავტორი: LASHQARA
25 ნოემბერი 2020 13:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
ამ სულისკვეთებით რომ ითამაშონ არცერთ თამაშში ფავორიტი მოწინააღმდეგე არ იქნებოდა, მაგარი კაცია, კლასთან ერთად ჟილკა და მონდომება აქ, ეგ წარმატების საწინდარია... love
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
25 ნოემბერი 2020 13:31
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ამას ქვია გუნდური მოთამაშე
0
№4
ავტორი: manubro
25 ნოემბერი 2020 13:40
  • სიახლეები: 34
  • კომენტარები: 471
ყველაზე ყვერებიანი ბიჭი გუნდში! კაპიტანია მომავალი აუცილებლად უნდა მისცენ სამკლაური.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ვინ ვართ ჩვენ?! - დედის მტ***ელები!!!
№5
ავტორი: ikeoni
25 ნოემბერი 2020 13:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11429
ამაზეა ნათქვამი ღმერთის გამოგზავნილი კაციაო:))❤️
0
№6
ავტორი: David_Beckham7
25 ნოემბერი 2020 16:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1057
გუნდი თუ მოახერხებს ბრუნოსნაირი ხასიათის და კლასის მქონე 2 ფეხბურთელის დამატებას წლების განმავლობაში ლიდერები ვიქნებით ყველა ტურნირზე. გავიდა ბრუნო და ისევ მიწყნარდა თამაში. 1 ადამიანის მოსვლას ესე გარდაექმნას გუნდი არ მახსენდება მე
0
№7
ავტორი: Dato kutaisi
25 ნოემბერი 2020 19:30
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
ციტატა: David_Beckham7
გუნდი თუ მოახერხებს ბრუნოსნაირი ხასიათის და კლასის მქონე 2 ფეხბურთელის დამატებას წლების განმავლობაში ლიდერები ვიქნებით ყველა ტურნირზე. გავიდა ბრუნო და ისევ მიწყნარდა თამაში. 1 ადამიანის მოსვლას ესე გარდაექმნას გუნდი არ მახსენდება მე

ბაზარი არაა.გახსოვს ჩვენმა საოცარმა სკაუტებმა რო თქვეს პორტუგალიაში ძალით უკეთებენ სტატისტიკას რომ კარგად გაყიდონო?ეს კაუტების სისტემა მთლიანად შესაცვლელია.
რაც შეეხება ბრუნოს.ასეთი გულიანი,პროფესიონალი და გუნდური მე იავიათად მახსენდება ბოლო ათწლეულში მარტო ჩვენთან კი არა ყველგან.აი ტიპი უმაგრესი ტიპაჟია ყველა გაგებით და ისე ცხოვრობს მანჩესტერის ცხოვრებით თითქოს ბავშვობიდან აქ იზრდებოდა.
ღმერთმა ნუ ქნას ეს დაიტრამვოს აი კოლაფსი მაშინ გვექნება სრული.კარგია ეს ყველაფერი ახლა მაგრამ ძაან ბრუნოდამოკიდებული ვხდებით ასე მგონია და ეს არაა კარგი.
მოკლედ ჩემი დიდი პატივისცემა ბრუნოს
0
№8
ავტორი: PaLoMo
25 ნოემბერი 2020 22:19
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4060
აუცილებლად უნდა უკაპიტნოს გუნდს, აუცილებლად
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№9
ავტორი: levionok
25 ნოემბერი 2020 23:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
მოდი და ასეთ ფეხბურთელს არ სცე პატივი მიუხედავად იმისა რომელ გუნდსაც არ უნდა ქომაგობდე....
0
№10
ავტორი: Mishiko82
26 ნოემბერი 2020 22:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 595
ახალი სეზონიდან კაპიტანი უნდა იყვეს ეკუთვნის ნამდვილად გუნდის სული და გულია, მაგუაიერის ნაკაპიტნარი გაგადე რაუნდა მაგას კაპიტნად?!
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top