ბრუნო ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა, რადგან მან გადაწყვიტა "ევერტონთან" მატჩის ბედი და ასევე მისი გოლის წყალობით დაამარცხეს "ვესტ ბრომი".
სტატისტიკის თანახმად, "იუნაიტედმა" უნდა გადალახოს "ვესტ ბრომის" დაბრკოლება მარტივად და მათ არ ქონდათ უპირატესობა. გულშემატკივარი ამ თამაშით აღფრთოვანებული ვერ იქნება. სქოულზის განცხადება არც თუ ისე შორსაა იმ აზრისგან, რომლებიც თვლიან, რომ სოლსკიაერი ისევ ბრუნოს წყალობით ინარჩუნებს პოსტს.
"საბოლოოდ მნიშვნელოვანია სამი ქულა, მაგრამ ამავე დროს გულშემატკივრები უფრო დიდ გამარჯვებას ელოდნენ კონტექსტის გათვალისწინებით."
"კონტექსტია, რომ "ვესტ ბრომი" სტატისტიკურად ერთ – ერთი ყველაზე ცუდი გუნდია ევროპაში და ამ სეზონში იბძრვის ადგილის შესანარჩუნბლად."
"მათ გუნდს განსაკუთრებული, გამორჩეული ხარისხი არ აქვს და "მანჩესტერ იუნაიტედს" მოედანზე თითქმის სრული შემადგენლობა ჰყავდა."
"ეს დამაჯერებელი გამარჯვება უნდა ყოფილიყო, მაგრამ სოლსკიაერის ბიჭები დაღლილი ფეხბურთელების შთაბეჭდილებას ტოვებდნენ და სულაც არ დაარწმუნეს ვინმე, რომ წარმატებული სეზონი ექნებათ."