თბილისი:
მანჩესტერი:
22-11-2020, 15:53
ავტორი: ALEXFERGUSON,
ნანახია: 1237,
კომენტარები: 3
სოლსკიაერი მატჩის შემდეგ
უკეთესი თამაში უნდა ვაჩვენოთ.
სოლსკიაერი მატჩის შემდეგ
პირველი საშინაო გამარჯვება

"კარგი იყო პირველი შინ გამარჯვება. ამ თემაზე ბევრი ითქვა და დაიწერა. ალბათ, კიდევ რამდენიმე გოლი უნდა გაგვეტანა, რომ ეს გამარჯვება გაგვემარტივებინა. 1: 0-ზე ვერასდროს იქნებით დარწმუნებული გამარჯვებაში და ასეთი ანგარიში ორივე გუნდისთვის გამოწვევაა."

მომზადება რთული იყო

დიახ, რა თქმა უნდა, ეროვნული გუნდების შემდეგ ეს ადვილი არ იყო, ამის შესახებ გასახდელში ვისაუბრეთ. პრაქტიკულად, ყველა ერთად არ ვვარჯიშობდით და თამაშისთვის მზადება მხოლოდ ამ დილით დავამთავრეთ. ადვილი არ არის, როდესაც მოთამაშეთა უმეტესობა 10 დღე შორს არის, ამიტომ ჩვენ ძალიან კმაყოფილი ვართ მიღებული ქულებით. დიახ, ჩვენ ვიცით, რომ უკეთესად შეგვიძლია თამაში, მაგრამ 3 ქულა არის 3 ქულა და გარდა ამისა, კარი მშრალად შევინახეთ.

სტაბილურობის გასაღები

"ლიგა ამ სეზონში იქნება არაპროგნოზირებადი და დღეს ჩვენ ვნახეთ რამდენიმე შედეგი, რაც მხოლოდ ამას ადასტურებს. ჟოზე მოურინიომ ერთხელ თქვა, რომ ერთმა გამარჯვებამ შეიძლება ზეცაში აგიყვანოს და ერთმა მარცხმა შეიძლება ფსკერამდე ჩაგაგდოს. ასე რომ, ახლა ცხრილში ყველაფერი ძალიან მჭიდროა და ზოგჯერ ქულები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კარგი თამაში."

ჯონსტოუნის შესანიშნავი თამაში

"ჩვენ ვაგრძელებთ სხვა გუნდებისთვის ჩვენი ნიჭიერი მეკარეების მიცემას და დროდადრო ისინი ჩვენს წინააღმდეგ თამაშობენ. მან შესანიშნავი მატჩი ჩაატარა! მასთან ერთად ვმუშაობდით, სანამ ნორვეგიაში დავბრუნდებოდი და ძალიან კარგია მისი წინსვლა და განვითარება, თუმცა დღეს მისი მხრიდან არიყო ასეთი კარგი თამაში საჭირო." [იცინის].

VAR გადაწყვეტილებების შესახებ

"თამაშის დინამიკაში მეჩვენებოდა, რომ ეს დარღვევა იყო. როდესაც ვიდეოს უყურებ, კარგად ხედავ მოქმედებებს. ასე რომ, ვფიქრობ, ეს სწორი გადაწყვეტილება იყო."

უკეთ უნდა ვითამაშოთ

ეს მატჩები ყოველთვის დაძაბულია, შეგვეძლო მეტი გოლის გატანა და გაგვიმარტივებინა საქმეები, მაგრამ ნაკრებების მატჩები კლუბებისთვის არასდროს არის კარგი. ბევრი მოთამაშე მხოლოდ გუშინ დაბრუნდა, ჩვენ არ გვქონდა ფიტნეს ტესტის შედეგები და მათ არ ჰქონდათ დრო კორონავირუსის ტესტების ჩასაბარებლად, ამიტომ დღეს დილით დავასრულეთ მზადება. ახლა სამშაბათს ისევ ვთამაშობთ. ჩვენ გვჭირდება სამი ქულა და საშინაო გამარჯვება - აქ სხვა შედეგი არ შეიძლება იყოს, მაგრამ ჩვენ უნდა გავაუმჯობესოთ თამაში და მივაღწიოთ სტაბილურობას. ჩვენ ეს ვიცით. თუ გვინდა, რომ ცხრილში უფრო მაღლა ვიყოთ, უკეთესი თამაში უნდა ვაჩვენოთ."

http://www.manutd.ru/
ინტერვიუები
3 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
22 ნოემბერი 2020 17:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
დავაბრალოთ სანაკრებო პაუზას
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
22 ნოემბერი 2020 18:02
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ბაშაქშეჰირს უპირობოდ უნდა მოუგონ სახლში
0
№3
ავტორი: PaLoMo
23 ნოემბერი 2020 20:11
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
ციტატა: SANDROGRIGA
ბაშაქშეჰირს უპირობოდ უნდა მოუგონ სახლში

უეჭველიმოსაგებია თუ გასვლა გვინდა ჯგუფიდან
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top