"მანჩესტერ იუნაიტედის" ციფრულ სისტემაზე კიბერშეტევა განხორციელდა, მაგრამ კლუბმა თქვა, რომ ჯერჯერობით არ არსებობს საფუძველი, რომ პერსონალურმა მონაცემებმა გაჟონა.
კლუბმა ასევე დაადასტურა, რომ "ვესტ ბრომთან" დღევანდელი მატჩისთვის საჭირო ყველა სისტემა უსაფრთხოა და შეხვედრის ჩატარება საშიშროებას არ წარმოადგენს.
"მანჩესტერ იუნაიტედს" შეუძლია დაადასტუროს, რომ ჩვენს სისტემებს აქვთ კიბერშეტევა", - ნათქვამია პრესსამსახურის განცხადებაში. "კლუბმა მიიღო სწრაფი ზომები შეტევის საწინააღმდეგოდ და ახლა მუშაობს ექსპერტებთან ამ ინციდენტის გამოსაძიებლად და IT სისტემაში არსებული ჩავარდნების აღმოსაფხვრელად."
"მიუხედავად იმისა, რომ კიბერკრიმინალი ორგანიზებით რთული ოპერაციაა, ჩვენმა კიბერ თავდაცვამ სწრაფად გამოავლინა შეტევა და გათიშა ყველა სისტემა დაზიანების ლოკალიზაციისა და მონაცემების დასაცავად."
"კლუბის მედია, მათ შორის ჩვენი ვებსაიტი და მობილური აპლიკაცია, არ დაზიანებულა და ჩვენ ამჟამად არ ვიცით ჩვენი გულშემატკივრებისა და მომხმარებლების კონფიდენციალურობა დაირღვა თუ არა."
"ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ "ოლდ ტრაფორდზე" მატჩების ჩასატარებლად საჭირო ყველა აუცილებელი სისტემა უსაფრთხოდ დარჩება და ხვალ გაიმართება თამაში "ვესტ ბრომის" წინააღმდეგ."
კლუბმა უკვე შეატყობა ფაქტის შესახებ სამართალდამცავებს და დაწყებულია გამოძიება.