თბილისი:
მანჩესტერი:
21-11-2020, 13:19
ავტორი: ALEXFERGUSON,
ნანახია: 1804,
კომენტარები: 15
კლუბზე კიბერშეტევა განხორციელდა
კლუბში აცხადებენ, რომ თამაშის ჩაშლის საშიშროება...
კლუბზე კიბერშეტევა განხორციელდა
"მანჩესტერ იუნაიტედის" ციფრულ სისტემაზე კიბერშეტევა განხორციელდა, მაგრამ კლუბმა თქვა, რომ ჯერჯერობით არ არსებობს საფუძველი, რომ პერსონალურმა მონაცემებმა გაჟონა.

კლუბმა ასევე დაადასტურა, რომ "ვესტ ბრომთან" დღევანდელი მატჩისთვის საჭირო ყველა სისტემა უსაფრთხოა და შეხვედრის ჩატარება საშიშროებას არ წარმოადგენს.

"მანჩესტერ იუნაიტედს" შეუძლია დაადასტუროს, რომ ჩვენს სისტემებს აქვთ კიბერშეტევა", - ნათქვამია პრესსამსახურის განცხადებაში. "კლუბმა მიიღო სწრაფი ზომები შეტევის საწინააღმდეგოდ და ახლა მუშაობს ექსპერტებთან ამ ინციდენტის გამოსაძიებლად და IT სისტემაში არსებული ჩავარდნების აღმოსაფხვრელად."

"მიუხედავად იმისა, რომ კიბერკრიმინალი ორგანიზებით რთული ოპერაციაა, ჩვენმა კიბერ თავდაცვამ სწრაფად გამოავლინა შეტევა და გათიშა ყველა სისტემა დაზიანების ლოკალიზაციისა და მონაცემების დასაცავად."

"კლუბის მედია, მათ შორის ჩვენი ვებსაიტი და მობილური აპლიკაცია, არ დაზიანებულა და ჩვენ ამჟამად არ ვიცით ჩვენი გულშემატკივრებისა და მომხმარებლების კონფიდენციალურობა დაირღვა თუ არა."

"ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ "ოლდ ტრაფორდზე" მატჩების ჩასატარებლად საჭირო ყველა აუცილებელი სისტემა უსაფრთხოდ დარჩება და ხვალ გაიმართება თამაში "ვესტ ბრომის" წინააღმდეგ."

კლუბმა უკვე შეატყობა ფაქტის შესახებ სამართალდამცავებს და დაწყებულია გამოძიება.

http://www.manutd.ru/
ახალი ამბები
15 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
21 ნოემბერი 2020 14:00
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ყველა გუნდი თავზეხელაღებით რო გვიტევს ეგ არ გვეყოფოდა, კიბერშეტევებიღა გვაკლდა :)
1
№2
ავტორი: ikeoni
21 ნოემბერი 2020 16:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
ძალიან ცუდი :((
0
№3
ავტორი: Dato kutaisi
21 ნოემბერი 2020 17:32
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3193
ციტატა: SANDROGRIGA
ყველა გუნდი თავზეხელაღებით რო გვიტევს ეგ არ გვეყოფოდა, კიბერშეტევებიღა გვაკლდა :)

:)))ჩაგეთვალა

თანაშის დაწყების დრო მემგონი არასწორად არის საიტზე.ფლეშსქორი აჩვენებს 12 საათს
0
№4
ავტორი: 100%Red
21 ნოემბერი 2020 23:10
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 733
თამაში დღესაა თუ ხვალ ვეღარ გავიგე
0
№5
ავტორი: zauri7
21 ნოემბერი 2020 23:18
  • სიახლეები: 3
  • კომენტარები: 125
ციტატა: 100%Red
თამაში დღესაა თუ ხვალ ვეღარ გავიგე


დღეს არის 00:00-ზე. შემადგენლობები დევს უკვე.
0
№6
ავტორი: 100%Red
21 ნოემბერი 2020 23:25
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 733
ციტატა: zauri7
ციტატა: 100%Red
თამაში დღესაა თუ ხვალ ვეღარ გავიგე


დღეს არის 00:00-ზე. შემადგენლობები დევს უკვე.

კიი გაიხარე ახლა ვნახე
აუ მაგრა გამიხარდა ხვალ მეგონა wink
მემგონი 2 გოლს უეჭ გავუტანთ
ტელეში როგორც იქნა იწყებს love დენის ირვინმა მაგრად ისაუბრა მაგ ბიჭზე და ვნახოთ აბა
0
№7
ავტორი: bendzela
21 ნოემბერი 2020 23:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 935
სახმო ვინმეს ლინკები თუ მოგეპოვებათ ჩაყარეთ რა კაცურად .. მადლობა წინასწარ
0
№8
ავტორი: 100%Red
21 ნოემბერი 2020 23:32
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 733
ციტატა: bendzela
სახმო ვინმეს ლინკები თუ მოგეპოვებათ ჩაყარეთ რა კაცურად .. მადლობა წინასწარ

მობილურით თუხარ Football TV გადმოწერე
კომპით აჭარაზე შეგიძლია ყურება მეტი არვიცი პირადად მე))
0
№9
ავტორი: Chesterman
22 ნოემბერი 2020 00:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 677
ციტატა: 100%Red
ციტატა: bendzela
სახმო ვინმეს ლინკები თუ მოგეპოვებათ ჩაყარეთ რა კაცურად .. მადლობა წინასწარ

მობილურით თუხარ Football TV გადმოწერე
კომპით აჭარაზე შეგიძლია ყურება მეტი არვიცი პირადად მე))

Hesgoal ამაზე ნახე კარგი ლინკებია
0
№10
ავტორი: bendzela
22 ნოემბერი 2020 00:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 935
ციტატა: Chesterman
ციტატა: 100%Red
ციტატა: bendzela
სახმო ვინმეს ლინკები თუ მოგეპოვებათ ჩაყარეთ რა კაცურად .. მადლობა წინასწარ

მობილურით თუხარ Football TV გადმოწერე
კომპით აჭარაზე შეგიძლია ყურება მეტი არვიცი პირადად მე))

Hesgoal ამაზე ნახე კარგი ლინკებია

გაიხარეთ ბიჭებო მადლობა .. რას იტყვით პირველ ტაიმზე ?
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top