"იუნაიტედის" ყოფილმა მცველმა კრის სმოლინგმა განაცხადა, რომ იგი მზად იყო დასარჩენად "ოლდ ტრაფორდზე", თუ მას შესაძლებლობა ექნებოდა სასტარტო შემადგენლობაში ადგილისთვის ებრძოლა.
"როდესაც "იუნაიტედმა" სეზონი ისე არ დაიწყო, როგორც უნდა დაწყებულიყო, ბევრი კითხვა გაჩნდა," - უთხრა კრისმა "ტელეგრაფს". - "და მაშინაც კი, როდესაც იჯარით წავედი, არ დავმალავ, რომ თუ შანსი მომეცემოდა, მზად ვიყავი გუნდში დაბრუნებისთვის. მე არ ვითოხვიდი ძირითად შემადგენლობას, უბრალოდ უნდა მცოდნოდა, რომ შანსი მექნებოდა. როდესაც ერიკ ბაილი იყიდეს, შემდეგ კი ვიქტორ ლინდელოფი, მე არ ვაპირებდი დანებებას და ვაპირებდი ბრძოლას ადგილისთვის, მაგრამ როგორც კი ეს შესაძლებლობა გამოირიცხა, სიტუაცია შეიცვალა. ჩემი მიზანი ყოველთვის იყო თამაში და "იუნაიტედში" დარჩენა, მაგრამ როდესაც შანსი გერთმევა..."
"ის, რაც გულშემატკივრებისგან წავიკითხე და მოვისმინე, ძალიან სასიამოვნო იყო. მე მივიღე უამრავი შეტყობინება, როგორიცაა: "ვისურვებდი რომ გუნდში ყოფილიყავი და მის თამაშზე გავლენა მოგეხდინა". ეს ბევრ რამეს ამბობს და ეს თავად მინდოდა. საბოლოო ჯამში, მე სწორი გადაწყვეტილების მიღება მომიწია, რადგან თამაში მჭირდებოდა. ამ ზაფხულს ძალიან სასიამოვნო იყო იმის მოსმენა, რომ "რომას" გულშემატკივრებსაც და "იუნაიტედის" გულშემატკივრებსაც სურდათ ჩემი დარჩენა."
"იდეალურ შემთხვევაში, ზაფხულის დასაწყისში უნდა მცოდნოდა ჩემი პერსპექტივების შესახებ "ოლდ ტრაფორდზე" და შემდეგ შემეძლო მშვიდად დამეგეგმა ყველაფერი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ბოლო დღემდე არ ვიცოდი დავრჩებოდი თუ არა. ამავე დროს, მე შვილი შემეძინა და ჩვენ ჯერ კიდევ გაურკვევლობაში ვიყავით ".
"ძალიან მინდოდა თამაში. მე არ მინდოდა სკამზე ჯდომა, მაგრამ მაშინაც კი, თუ სოლსკიაერი მეტყოდა: "კარგი, შენ იქნები მესამე მცველი, მაგრამ თამაშის შესაძლებლობა გექნება", სულ ამის მოსმენა მჭირდებოდა, მე დავრჩებოდი".
"ედ ვუდვარდმა გამომიგზავნა შეტყობინება და მადლობა გადამიხადა "იუნაიტედში" წლებისთვის. დიახ, მოლაპარაკებები დამაბნეველი იყო და რამდენიმე კვირა გაგრძელდა. მე შესანიშნავი ცხრა წელი გავატარე "ოლდ ტრაფორდზე" საოცარი მომენტებით. ძალიან გამიხარდა, რომ ყველას გაცნობა შევძელი და ბოლოს, ყველაფერი ისე დასრულდა, როგორც უნდა დასრულებულიყო".