თბილისი:
მანჩესტერი:
21-11-2020, 12:53
ავტორი: ALEXFERGUSON,
ნანახია: 1419,
კომენტარები: 8
დარჩენა ძალიან მინდოდა
სოლსკიაერს უბრალოდ შანსის მოცემას ვთხოვდი.
დარჩენა ძალიან მინდოდა
"იუნაიტედის" ყოფილმა მცველმა კრის სმოლინგმა განაცხადა, რომ იგი მზად იყო დასარჩენად "ოლდ ტრაფორდზე", თუ მას შესაძლებლობა ექნებოდა სასტარტო შემადგენლობაში ადგილისთვის ებრძოლა.

"როდესაც "იუნაიტედმა" სეზონი ისე არ დაიწყო, როგორც უნდა დაწყებულიყო, ბევრი კითხვა გაჩნდა," - უთხრა კრისმა "ტელეგრაფს". - "და მაშინაც კი, როდესაც იჯარით წავედი, არ დავმალავ, რომ თუ შანსი მომეცემოდა, მზად ვიყავი გუნდში დაბრუნებისთვის. მე არ ვითოხვიდი ძირითად შემადგენლობას, უბრალოდ უნდა მცოდნოდა, რომ შანსი მექნებოდა. როდესაც ერიკ ბაილი იყიდეს, შემდეგ კი ვიქტორ ლინდელოფი, მე არ ვაპირებდი დანებებას და ვაპირებდი ბრძოლას ადგილისთვის, მაგრამ როგორც კი ეს შესაძლებლობა გამოირიცხა, სიტუაცია შეიცვალა. ჩემი მიზანი ყოველთვის იყო თამაში და "იუნაიტედში" დარჩენა, მაგრამ როდესაც შანსი გერთმევა..."

"ის, რაც გულშემატკივრებისგან წავიკითხე და მოვისმინე, ძალიან სასიამოვნო იყო. მე მივიღე უამრავი შეტყობინება, როგორიცაა: "ვისურვებდი რომ გუნდში ყოფილიყავი და მის თამაშზე გავლენა მოგეხდინა". ეს ბევრ რამეს ამბობს და ეს თავად მინდოდა. საბოლოო ჯამში, მე სწორი გადაწყვეტილების მიღება მომიწია, რადგან თამაში მჭირდებოდა. ამ ზაფხულს ძალიან სასიამოვნო იყო იმის მოსმენა, რომ "რომას" გულშემატკივრებსაც და "იუნაიტედის" გულშემატკივრებსაც სურდათ ჩემი დარჩენა."

"იდეალურ შემთხვევაში, ზაფხულის დასაწყისში უნდა მცოდნოდა ჩემი პერსპექტივების შესახებ "ოლდ ტრაფორდზე" და შემდეგ შემეძლო მშვიდად დამეგეგმა ყველაფერი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ბოლო დღემდე არ ვიცოდი დავრჩებოდი თუ არა. ამავე დროს, მე შვილი შემეძინა და ჩვენ ჯერ კიდევ გაურკვევლობაში ვიყავით ".

"ძალიან მინდოდა თამაში. მე არ მინდოდა სკამზე ჯდომა, მაგრამ მაშინაც კი, თუ სოლსკიაერი მეტყოდა: "კარგი, შენ იქნები მესამე მცველი, მაგრამ თამაშის შესაძლებლობა გექნება", სულ ამის მოსმენა მჭირდებოდა, მე დავრჩებოდი".

"ედ ვუდვარდმა გამომიგზავნა შეტყობინება და მადლობა გადამიხადა "იუნაიტედში" წლებისთვის. დიახ, მოლაპარაკებები დამაბნეველი იყო და რამდენიმე კვირა გაგრძელდა. მე შესანიშნავი ცხრა წელი გავატარე "ოლდ ტრაფორდზე" საოცარი მომენტებით. ძალიან გამიხარდა, რომ ყველას გაცნობა შევძელი და ბოლოს, ყველაფერი ისე დასრულდა, როგორც უნდა დასრულებულიყო".

http://www.manutd.ru/
ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: DaTo_O
21 ნოემბერი 2020 13:12
  • სიახლეები: 180
  • კომენტარები: 248
არადა შანსს მართლა იმსახურებდა სმოლიკა ბოლო ბოლო წლები იყო გუნდში და ღირებულიც ბევრჯერ გაუკეთებია კლუბისთვის პრინციპულ თამაშებში ამ ქეთინოს 10000 თავით აჯობებდა დარწმუნებული ვარ... წარმატებები კრის და მადლობა <3
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
- ალექს ფერგიუსონი:- " კაცი რომელმაც მოიფიქრა ტაქტიკა - " მიეცი ფორა და მერე გადაალეწე ბურთი თავზე " !!! ♥

- ალექს ფერგიუსონი:- " ყველაზე დიდი გამოწვევა ჩემთვის წყეული "ლივერპულის" დამხობაა, შეგიძლიათ სიტყვა სიტყვით დაბეჭდოთ ეს ყველაფერი " - 1986 წელი.'' !!! ♥
№2
ავტორი: Methadon
21 ნოემბერი 2020 13:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 319
კრის ჯიგარი კაცი ხარ, მეც მაგრად მინდოდა დარჩენილიყავი, დარჭმუნებული ვარ სკამზე გაუშვებდი ლინდელოფს... ჯონსი დაიტოვო და ეს გაუშვა სიგიჟეა, მაგრამ მეორე მხრივ გუნდი ვინც უნდა დატოვონ იმ ფეხბურთელებიდან ერთადერთი იყო ვისაც მსურველი ყავდა აბა დანარჩენები ვის რათ უნდა
2
№3
ავტორი: f.c.mu
21 ნოემბერი 2020 13:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 374
მაშინ ვთქვი და ეხლაც ვიტყვი რომ არ იყო ეს კაცი გასაშვები, ტუანზებეს გარდა ჩათვალეთ ზამენის მცველი არ გვყავს, ეს ძირითადისთვისაც იბრძოლებდა დარწმუნებული ვარ.

მაშინ ვთქვი და ეხლაც ვიტყვი რომ არ იყო ეს კაცი გასაშვები, ტუანზებეს გარდა ჩათვალეთ ზამენის მცველი არ გვყავს, ეს ძირითადისთვისაც იბრძოლებდა დარწმუნებული ვარ.
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
21 ნოემბერი 2020 14:01
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
არაფა მე მეგონა ძირითადში რო ვეღარ იქნებოდა მაგიტო უნდოდა წასვლა :)
0
№5
ავტორი: PaLoMo
21 ნოემბერი 2020 14:23
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
ციტატა: f.c.mu
მაშინ ვთქვი და ეხლაც ვიტყვი რომ არ იყო ეს კაცი გასაშვები, ტუანზებეს გარდა ჩათვალეთ ზამენის მცველი არ გვყავს, ეს ძირითადისთვისაც იბრძოლებდა დარწმუნებული ვარ.

მაშინ ვთქვი და ეხლაც ვიტყვი რომ არ იყო ეს კაცი გასაშვები, ტუანზებეს გარდა ჩათვალეთ ზამენის მცველი არ გვყავს, ეს ძირითადისთვისაც იბრძოლებდა დარწმუნებული ვარ.

ამ სეზონზე მაინც არუნდა გაეშვა რადგან ხედავდა თუ როგორ თამაშობდა რომაში,მაგრამ დიკიდა ოლეგამ და რატო არვიცი თან ინგლისლეი მცველი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№6
ავტორი: ikeoni
21 ნოემბერი 2020 16:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
ჩემი აზრით უნდა დარჩენილიყო
0
№7
ავტორი: zulte waregem
21 ნოემბერი 2020 21:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 117
წარმატებები სადაც ხარ. იქ უფრო დაფასებული იქნები
0
№8
ავტორი: shotkin
21 ნოემბერი 2020 22:45
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ის ფაქტი რო ლინდელოფს მირჩევნია ბევრ ასპექტში არ ნიშნავს რო მაინც სმოლინგის დარჩენას ვისურვები ჯამში იყო უტვინო მცველი და ძალიან ბევრ ცენზურაობას აკეთებდა ზამენისთვის კიდე ჰო კაი ჯანდამას მარა იმდენად მეზიზღება უკვე ჯონსი და მაგის ყურება რო გამიხარდა კლუბი რომ დატოვა. სმოლინგი არაა ის ფეხბურთელი ვისაც უნდა მისტიროდე კაცი)))
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top