ჟურნალისტები ცდილობდნენ გაეგოთ დენ ჯეიმსისგან, პოლ პოგბას მსგავსად, ისიც მიიჩნევს თუ არა თავისი ქვეყნის ეროვნულ გუნდს, როგორც "სუფთა ჰაერის სუნთქვას". ფინეთთან მატჩის შემდეგ, რომელშიც ჯეიმსმა გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა, BBC Sport- მა ჰკითხა, ხომ არ გრძნობს ერთგვარ თავისუფლებას, როცა ნაკრებში ჩამოდის.
"არა, ეს არ არის განთავისუფლება. "მანჩესტერ იუნაიტედი" ჩემი კლუბია და მე მომწონს იქ", - თქვა ჯეიმსმა. "ვთამაშობ თუ არა, მე ვამაყობ, რომ ამ კლუბის ფეხბურთელი ვარ". ასევე ვამაყოფ, რომ უელსის ნაკრების წევრი ვარ."
"გასული სეზონი იყო დრო, როდესაც ბევრს ვთამაშობდი. წელს შეიძლება ამდენს არ ვთამაშობ, მაგრამ გუნდის ნაწილად მაინც ვრჩები, ყოველთვის იქ ვარ და დახმარებისთვის მზად ვარ. "
"ამ ეტაპზე მე ნამდვილად მშვენივრად ვგრძნობ თავს და როდესაც ვთამაშობ, ასი პროცენტით ვიხარჯები. ამ მატჩში ყველაფერი გავაკეთეთ, რაც გვინდოდა და მოხარული ვარ, რომ გოლი გავიტანე და საგოლე გადაცემაც გავაკეთე."