"იუნაიტედის" მცველმა ვიქტორ ლინდელფმა ტრავმით ითამაშა უეფას ერთა ლიგის ჯგუფურ მატჩში, სადაც მისი ნაკრები მესამე ადგილზე გავიდა.
"ხორვატიასთან მატჩის შემდეგ ზურგის ტკივილი ცოტათი იგრძნო, მაგრამ მან თქვა, რომ ყველაფერს გააკეთებდა გუნდისთვის", - თქვა ნაკრების მწვრთნელმა. - გუშინ მან შეძლო ვარჯიში, როგორც ყოველთვის და თქვა: "ვეცდები, რაც შეიძლება მეტხანს დავრჩე მინდორზე". შესვენების დროს მან გამაფრთხილა, რომ აღარ შეეძლო მთელი მეორე ტაიმის თამაში და მე ვუთხარი, რომ ენიშნებინა ჩემთვის, როდესაც მიხვდებოდა, რომ აღარ შეეძლო გაგრძელება.."
შედეგად, ვიქტორ ლინდელოფი შეცვალეს მატჩის 66-ე წუთზე და ახლა მისი მონაწილეობა "ვესტ ბრომთან" ეჭვს იწვევს.