ურუგვაის ეროვნული ნაკრების ორ ფეხბურთელს, ლუის სუარესსა და როდრიგო მუნიოსს ტესტი ჩაუტარდათ და ორივე მათგანს კოვიდ-19 დაუდასტურდა.
იმის გათვალისწინებით, რომ ედინსონი შემხებლობაში იყო ორივე თანაგუნდელთან, ის შესაძლოა ისევ 2 კვირიან კარანტინში გაამწესონ. თავად კავანი თავს კარგად გრძნობს და ახლა კლუბზეა დამოკიდებული თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს.