ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციამ გაავრცელა განცხადება, რომ ალექს ტელეშის ტესტი კორონავირუსზე კვლავ დადებითია.
ალექს ტელეშის ტესტი დადებითია COVID-19-ზე, - ნათქვამია განცხადებაში. კვირას მთელ გუნდს კიდევ ერთი ტესტი ჩაუტარდება.
შეგახსენებთ, რომ ოქტომბერში ტელეშს დაუდგინდა კორონავირუსი და მან გამოტოვა ორი კვირა ვარჯიში, მაგრამ ეროვნულ ნაკრებში წასვლამდე, მისი ტესტი COVID-19– ზე უარყოფითი იყო.