"მანჩესტერ იუნაიტედის" ვიცე-პრეზიდენტმა ედ ვუდვორდმა საჯაროდ დაუჭირა მხარი ოლე გუნარ სოლსკიაერს და განაცხადა, რომ კლუბის ხელმძღვანელობა მიყვება ნორვეგიელი სპეციალისტის კურსს.
"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი გუნდის სტაბილურობის მოსაპოვებლად კიდევ ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი, ჩვენ სრულად პოზიტიურად ვართ განწყობილი და ვხედავთ, რომ წინ მიდვივართ და გუნდი ვითარდება."
"რაც შეეხება ტრიბუნებზე ხალხის დაშვებას! ჩვენ ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ გულშემატკივარი რაც შეიძლება მალე დაბრუნდეს სტადიონზე." - თქვა ვუდვორდმა.