"გრინვუდი დაღლილია","გრინვუდი საკმარისად არ ცდილობს","გრინვუდს გამოსწორება სჭირდება"
ეს ის ფრაზებია რომელსაც გასულ თვეს აქტიურად მოისმენდით.მეისონ გრინვუდმა არც თუ ისე დიდი ხნის წინ დაკარგა ძალიან ახლო მეგობარი,რომელმაც სიცოცხლე სუიციდით დაასრულა,თუმცა მედია და ფანები თავზე დააცხრნენ 18 წლის ბავშვს და და უზარმაზარი ზეწოლა განხორციელდა ახალგაზრდაზე.
მედიაში კი გავრცელდა ინფორმაცია რომ მეისონს უძილობის პრობლემები აქვს,რაც გასაკვირი ამბავი არცაა მის ცხოვრებაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შემდგომ.ისევე როგორც ჩვენც,ფეხბურთელებიც ადამიანები არიან,მეისონს კი გამძლეობას ვუსურვებთ.
ის ხომ ჩვენი აკადემიის ფეხბურთელია და ოლეს შემდგომ,მედიისგან მას სწორედ ჩვენ უნდა ვიცავდეთ.