მეისონ გრინვუდი ახალგაზრდა პერსპექრიულ ფეხბურთელათ ითვლება. ის "იუნიატედის" აკადემიის აღზრდილია და მისმა ნიჭმა და მონდომებამ მას საშუალება მისცა პირველ გუნდში მოხვედრილიყო და უფრო მეტიც, ახალგაზრდა ინგლისელი ხშირად გვევლინებოდა ძირითად შემადგენლობაში.
მას სრული ნდობა ქონდა მწვრთნელის მხრიდან, თუმცა როგორც ჩანს მეისონმა ეს ნდობა დაკარგა. ბოლო პერიოდში ვერ ხვდება ძირითად შემადგენლობაში და იყო რამდენიმე თამაში, სადაც ის გუნდთან ერთად საერთოდ არ იმყოფებოდა. რა მოხდა? რა შეიცვალა? სხვადასხვა გამოცემები წერენ, რომ მას დისციპლინის სერიოზული პრობლემები აქვს და მისი ქცევები დიდ შეშფოთებას იწვევს. კლუბს მასთან ახალი გრძელვადიანი ხელშეკრულების გაფორმება სურს, თუმცა ისინი მეისონში დარწმუნებულები არ არიან.