თბილისი:
მანჩესტერი:
10-11-2020, 00:21
ავტორი: ALEXFERGUSON,
ნანახია: 1498,
კომენტარები: 8
პოგბა სიტუაციით უკმაყოფილოა
დეშამის თქმით პოლ პოგბა ბედნიერი არ არის.
პოგბა სიტუაციით უკმაყოფილოა
საფრანგეთის ნაკრების მენეჯერი დიდიე დეშამი ამბობს, რომ არ ფიქრობს, რომ პოლ პოგბა კმაყოფილია "მანჩესტერ იუნაიტედში" არსებული მდგომარეობით.

27 წლის ფეხბურთელს ბოლო თვეების განმავლობაში უჭირდა პირველი გუნდში მუდმივი მოხვედრა, ტრავმების პრობლემების, ფიტნეს ნაკლებობის და კორონავირუსის შეხვედრის გამო.

ამ სეზონში პოგბამ "იუნაიტედში" მხოლოდ ორჯერ ითამაშა 90 წუთი - პრემიერ ლიგაში "ტოტენჰემთან" და "არსენალთან" - და ორივეგან დამარცხდა. მას მხოლოდ ერთი გოლის აქვს გატანილი "ბრაიტონის" კარში კარაბაოს თასზე.

მიუხედავად ამისა, მან ბოლო საერთაშორისო შესვენების დროს კარგად ითამაშა საფრანგეთის ნაკრებში, მაგრამ დეშამი აღიარებს, რომ ის ამჟამად საუკეთესო ფორმაში არ არის.

"მე რჩევა არ მაქვს მისთვის,” - თქვა დეშამმა პრესკონფერენციაზე. ”მან სულ ცოტახანი ითამაშა თავის კლუბში."

"მანჩესტერ იუნაიტედში" ისეთ სიტუაციაშია, როდესაც ვერ იქნება კმაყოფილი თავისი სათამაშო დროითა და პოზიციით. მას საუკეთესო პერიოდი არ უდგას."

"დაზიანებები ერთმანეთის მიყოლებით და კოვიდმაც საკმაოდ ძლიერი დარტყმა მიაყენა მას."

"გასულ თვეში მისი თამაში საკმაოდ კარგი და თანმიმდევრული იყო ტემპის სიმცირის მიუხედავად. მას შემდეგ თამაშობს, მაგრამ ვერ იტყვი რომ ბედნიერია."

"ჩემთან არანაირი პრობლემა არ არის, მოთამაშისთვის ასეთი სიტუაცია კარგი არასდროს არ არის. მე დაველაპარაკები მას. ის მეუბნება გარკვეულ რამეებს, თუ როგორ გრძნობს თავს, მე ასევე ვეტყვი იმას, რას ვხედავ და რა შეგრძნება მაქვს."

https://www.goal.com/en
ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: shotkin
10 ნოემბერი 2020 00:28
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
რაც შეიძლება მალე ნაცენზურაზე
0
№2
ავტორი: The Special One
10 ნოემბერი 2020 00:44
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
აუუ იმენა სერიალი რო იყო თურქული სულ დაკარგული რო იყო პატარა ბავშვი,იმის პატრონიც კი იპოვეს და ამას რით ვერ უპოვეს გუნდი ამ ვითომ უბედურს.
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
№3
ავტორი: kashmara
10 ნოემბერი 2020 11:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1116
rogori didi *** gamodga amas ra teqnikac aq maktomineis ro mice kaci ver ajobebda es kide zanti siri rodis gagvdzebs kai xasiadze elode bliad.. amis kai ragaca maxaovs maryo daiers rac gauketa meti me amis araferi maxsnd3ba rac aqa da amdeni fula igebs amis afersti deda vatrie vitom klubze sheyvarebuli nqbozari.. dzanc kargi ro ole ar atamashebs sagol maryo amgtom
0
№4
ავტორი: PaLoMo
10 ნოემბერი 2020 11:37
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4066
კაი,კაცო.ზოზინით გუნდში ადგილს ვერ მოიპოვებ(რონალდინიო მაინც იყოს)
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№5
ავტორი: LORTQA
10 ნოემბერი 2020 13:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 22
***ას ერთი დროზე ამ ზარალმა რა.
0
№6
ავტორი: ikeoni
10 ნოემბერი 2020 19:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11520
ზაფხულში ამის წავსლა გადაწყვეტილი ამბავი მგონია
0
№7
ავტორი: bmw500
11 ნოემბერი 2020 00:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 27
წადი ბანანი კრიფე
0
№8
ავტორი: SANDROGRIGA
12 ნოემბერი 2020 15:24
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
მოკლედ რა :)
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top