თბილისი:
მანჩესტერი:
7-11-2020, 12:37
ავტორი: Billy,
ნანახია: 1070,
კომენტარები: 2
23 წლამდელებმა ბრაიტონი დაამარცხეს
ახალგაზრდა წითლების ზედიზედ მეორე გამარჯვება
23 წლამდელებმა ბრაიტონი დაამარცხეს
პრემიერ ლიგა 2-ის ცუდი სტარტის შემდეგ „იუნაიტედის“ 23 წლამდე გუნდმა ბოლო 2 შეხვედრა მოიგო და სატურნირო მდგომარეობა გაიუმჯობესა. „ევერტონის“ დამარცხების შემდეგ, წითლებმა ამჯერად „ბრაიტონს“ აჯობეს სტუმრად, ანგარიშით 2-5 და 6 ტურის შემდეგ 8 ქულით ცხრილში მე-8 ადგილზე არიან.

პირველი ტაიმი ნილ ვუდის გუნდმა დამაჯერებლად მოიგო 0-3. გოლები ჰანიბალ მეჯბრიმ, შოლა შოურტაირმა და მარკ ჰელმმა გაიტანეს. გუნდს ამ შეხვედრაში არ ჰყოლია ძირითადი გუნდის ფეხბურთელები: მარკოს როხო და ბრენდონ უილიამსი, ასევე, არც კლუბის ახალწვეული ფაკუნდო პელისტრი.

მეორე ტაიმი „ბრაიტონის“ აქტიური შეტევებით დაიწყო და 47 წამიან მონაკვეთში თოლიების ნახევარმცველმა ჯენსენ ვეირმა ორი გოლის გატანა შეძლო. თუმცა წითლებმა შეძლეს სიმშვიდის შენარჩუნება და დარჩენილ დროში 2 გოლი გაიტანეს.

ჯერ 70-ე წუთზე რეალიდან გადმოსულმა ესპანელმა მარცხენა მცველმა ალვარო ფერნანდესმა, რომელსაც ამ შეხვედრაში მთელი ფლანგი ებარა, მშვენიერი სოლო-გოლი გაიტანა, ხოლო 83-ე წუთზე საბოლოო ანგარიში ასევე ესპანელმა არნაუ პუიგმალმა დააფიქსირა.

გოლები: ვეირი 58 (პენ.), 59 | ჰანიბალი 8, შოურტაირი 17, ჰელმი 36, ფერნანდესი 70, პუიგმალი 83.

Manutd.com
ახალი ამბები
2 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
7 ნოემბერი 2020 12:58
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
ადრე უფრო ძლიერი რეზერვები ყავდა გუნდს, ესენიც დასუსტდნენ ძირითად გუნდთან ერთად.
0
№2
ავტორი: ikeoni
7 ნოემბერი 2020 14:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11520
ხო ამ ბოლოს დროს ამათმაც მოუკლეს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top