"მანჩესტერ იუნაიტედისა" და ინგლისის ლეგენდარული ნახევარმცველი ნობი სტილი გარდაიცვალა 78 წლის ასაკში, განუცხადა მისმა ოჯახმა ინგლისურ მედიას.
ლეგენდარულმა ფეხბურთელმა "მანჩესტერ იუნაიტედთან" ორჯერ მოიგო ინგლისის ტიტული, 1968 წელს მოიგო ევროპის თასი და 1966 წელს ინგლისთან ერთად გახდა მსოფლიო ჩემპიონი.
სტილი "მანჩესტერ იუნაიტედს" 1960 წელს შეუერთდა, კლუბში 395 მატჩი ჩაატარა და მეტ ბასბის დიდებული გამარჯვების მნიშვნელოვანი ნაწილი იყო, რაც კულმინაციით დასრულდა 1968 წლის ევროპის თასის გამარჯვებით, როდესაც "მანჩესტერ იუნაიტედმა" ფინალი მოუგო პორტუგალიურ "ბენფიკას ". სტილი ასევე იყო ინგლისის გუნდის განუყოფელი ნაწილი, როდესაც გუნდმა მოიგო პლანეტის მთავარი ღონისძიება, რომელიც მათ სამშობლოში ჩატარდა, ტურნირის ყველა მატჩში მონაწილეობდა.