ჩემს დროს მე-2 ადგილი დამცირება იყო, ახლა ისინი ოთხეულზე ოცნებობენ.
იმ პერიოდში როცა ტოპ მწვრთნელები ბაზარზე ხელმისაწვდომები არიან, "მანჩესტერ იუნაიტედი" იღებს სარისკო გადაწყვეტილებას და გუნდში ნიშნავს გამოუცდელ, თუმცა ძალიან ნაცნობ ლეგენდას ოლე გუნარ-სოლსკიაერს.
ვინ არის სოლსკიაერი?
ნორვეგიელი ყოფილი მანჩესტერელია, რომელსაც უნდა გადაერჩინა გუნდი. თავდაპირველად ის დროებით მწვთნელად დანიშნეს, რომელსაც მხოლოდ 6 თვე უნდა ჩაებარებინა კლუბი, თუმცა ხელმძრვანელობამ მასთნა ხელშეკრუბელის გაგრძელება გადაწყვიტა.
"სოლსკიაერი არის კლუბის ლეგენდა, რომელსაც გააჩნია უდიდესი გამოცდილება. მისმა დაბრუნებამ ყველა გააბედნიერა. დარწმუნებული ვარ, რომ ის შეძლებს "იუნაიტედის" გაერთიანებასა და სეზონის გადარჩენას." - ასე გამოეხმარა ოლეს დაბრუნებას აღმასრულებელი დირექტორი ედ ვუდვორდი.
ოლეს დანიშვნამ ფანებს ნოსტალგია გაუღვიძა, გუნდში ხომ მათი ერთ-რთი უსაყვარლესი ფეხბურთელი დაბრუნდა.( ბავშვი მკვლელის სახით). სოლსკიაერი ფეხბურთელობის დროს 11 წლის მანძილზე იცავდა "ემიუს" ღირსებას (366 მატჩი, 126 გოლი). მან მოიგო 12 ტიტული, მათ შორის ჩემპიონთა ლიგაც. დაუვიწყარი 1999 წლის ფინალი, რომელშიც "ეშმაკებმა" დაუჯერებელი სცენარით დაამარცხეს მიუნხენის "ბაიერნი".
0:1-ის შემდეგ, "მანკუნიანელთა" ორი გოლი 91-93 წუთების შუალედში. გადამწყვეტი ბურთი შეაგდო სწორედ ნორვეგიელმა, რომელიც მხოლოდ 81-ე წუთზე ჩაერთო ბრძოლაში. სოლსკიაერს ხშირად აწუხებდა მუხლის ტრავმა, რის გამოც მან ვერ შეძლო საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზება.
სკანდინავიელი ხშირ შემთხვევაში სათადარიგოთა სკამზე იჯდა. "ბავარიის" დასჯის შემდეგ კი "იუნაიტედის" გულშემატკივრებმა მას "ოქროს შემცვლელი" შეარქვეს. რეზერვისტობის მიუხედავად ოლეს აფასებენ "ოლდ ტრაფორდზე", ის არის კლუბის სრულფასოვანი ლეგენდა.
სოლსკიაერს არც კარიერის დასრულების შემდეგ დაუტოვებია "მანჩესტერი". ნორვეგიელი მუშაობდა თავდამსხმელების მწვრთნელად ფერგიუსონის შტაბში, მოგვიანებით კი ახალგაზრდულ გუნდშიც. სწორედ სოლსკიაერის თაოსნობით დაიწყო პირველი ნაბიჯების გადადგმა პოლ პოგბამ.
ოლე ხშირად გამოხატავდა უკმაყოფილებას "ეშმაკების" იმჟამინდელი მდგომარეობით:
"ვიცოდით, რომ ფერგიუსონის წასვლის შემდეგ, რთული პერიოდი დადგებოდა, თუმცა გუნდი ახლაც ენთუზიაზმის გარეშე თამაშობს."წავიდა ლეგენდარული სერ ალექსი და დაიწყო დაღმასვლა, რაც მოსალოდნელი იყო. კლუბმა დაიწყო მწვრთნელების გაუთავებელი ცვლა, თუმცა ამას შედეგი არ მოქონდა. აშკარა იყო, რომ რაღაც უნდა შეცვლილიყო. ერთ დროს გიგანტი გუნდი, რომელიც მწვერვალებს ეთამაშებოდა, საშუალო დონის კლუბად ჩამოყალიბება დაიწყო. ოცნების თეატრი სხვა კლუბებისთვის იქცა ოცნებების ახდენად და აქ თამაში უკვე არავისთვის აღარ იყო საშიში. "მანჩესტერ იუნაიტედი" კლუბი რომლის დევიზი იყო, გაგვიტანეთ რამდენსაც შეძლებთ და ჩვენ გაგიტანთ იმდენს რამდენსაც გვინდა, თითქოს სადღაც გაქრა.
თანამედროვე ფეხბურთში არავის არ აქვს იმის ილუზია, რომ დანიშვნიდან პირველივე სეზონში შეიძლება მოიგო ყველაფერი. ეს მხოლოდ რჩეულებს და ერთეულებს შეუძლიათ. თუმცა მთავარი რაც სოლსკიაერმა დააბრუნა ეს იყო ღიმილი ფეხბურთელების სახეზე და ერთ გუნდათ შეკრული გუნდი. სწორედ ერთიანობით იწყება წარმატება და ყველა გულშემატკივარი სწორედ ამ წარმატების მოლოდინშია.
სატრანსფერო პოლიტიკა კი რომელიც მან გაატარა იყო შთამბეჭდავი. სწორედ სოლსკიაერის ხელმძღვანელობით მოვიდა გუნდში პორტუგალიელი ბრუნო ფერნანდეში,რომელომაც მოედნის ცენტრში დაალაგა სიტუაცია. მანამდე იყო აარონ ვან-ბისაკა, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო მარჯვენა მცველია. მისი თავდაჯერებულობა და განხორციელებული ვარდნები, რომელსაც თიითქმის მატჩების უმეტესობაში 100% სიზუსტე აქვს. მცველი ჰარი მაგუაიერი, რომელსაც აქვს შეცდომები და ჩაგდებული თამაშები, თუმცა მაინც ერთ-ერთი საუკეთესოა თავის პოზიციაზე. ტოპ თავდამსხმელი ენდისონ კავანი და 27 წლის ბრაზილელი მარცხენა მცველი ალექს ტელეში. არუნდა დაგვავიწყდეს ახალგაზრდა ნიდერლანდელი დონი ვან დე ბეეკი.
მხოლოდ სოლსკიაერმა მოახერხა და სკამზე გაამწესა ისეთი მოთამაშე, როგორიც არის პოლ პოგბა. ბრაზილიელი ფრედი კი რომელიც წასვლის პირველი კანდიდატი იყო, თავის კარიერის საუკეთესო თამაშს აჩვენებს. ერთი შეხედვით მშვიდი, ზოგჯერ უემოციო, თუმცა სამართლიანი. მისთვის არ არსებობს პრივილეგირებული ფეხბურთელი, მისთვის უმთავრესი სწორედ "მანჩესტერ იუნაიტედია" და ეს არის მთავარი.
განვლილი სეზონი, პანდემიის გამო შეჩერებული ჩემპიონატი და ცხრილის შუაგულში მყოფი "იუნაიტედი", თითქოს კიდევ ერთი მოსაწყენი სეზონი. თუმცა დაბრუნდა და ყველსგან მოულოდნელად სწორედ სოლსკაიერის გაწვრთნილმა გუნდმა მოახერხა და არ წააგო არცერთი თამაში და აი ისიც "იუნაიტედი" ჩემპიონთა ლიგაზე ბრუნდება. სიკვდილის ჯგუფად შეარცხული ჩ.ლიგის ჯგუფი და ნაადრევად ჩამოწერილი "იუნაიტედი". პირველი თამაში "პსჟ" - "იუნაიტედი", თითქოს შედეგი წინასწარ არის ყველასთვის ცნობილი და საფრანგეთში უკვე მეორედ დამწუხრებული გულშემატკივრები. 1-2 გამარჯვება. ამას მოყვება მეორე თამაში, უკვე შინ და თითქოს რთული თამაში. ახლაგაზრდა კარგად დაკომპლკექტებული გერმანული კლუბი "ლაიფციგი" , ახალგაზრდა 33 წლის მწვრთნელ ნაგელსმანთან ერთად. უშანსოდ უკან გაშვებული 5-0. თამაში სადაც სოლსკაიერის შეგირდებმა ქვა-ქვაზე არ დატოვეს.
"ჩემს დროს მე-2 ადგილი დამცირება იყო, ახლა ისინი ოთხეულზე ოცნებობენ" - ოლე გუნარ-სოლსკიაერი.
დიახ შეეგებეთ ეს "მანჩესტერ იუნაიტედია" და ის ბრუნდება.
ავტორი: ALEXFERGUSON