თბილისი:
მანჩესტერი:
30-10-2020, 19:23
ავტორი: ALEXFERGUSON,
ნანახია: 2614,
კომენტარები: 14
ვინ არის ოლე გუნარ სოლსკიაერი
ჩემს დროს მე-2 ადგილი დამცირება იყო, ახლა ისინი ოთხეულზე ოცნებობენ.
ვინ არის ოლე გუნარ სოლსკიაერი
იმ პერიოდში როცა ტოპ მწვრთნელები ბაზარზე ხელმისაწვდომები არიან, "მანჩესტერ იუნაიტედი" იღებს სარისკო გადაწყვეტილებას და გუნდში ნიშნავს გამოუცდელ, თუმცა ძალიან ნაცნობ ლეგენდას ოლე გუნარ-სოლსკიაერს.

ვინ არის სოლსკიაერი?

ნორვეგიელი ყოფილი მანჩესტერელია, რომელსაც უნდა გადაერჩინა გუნდი. თავდაპირველად ის დროებით მწვთნელად დანიშნეს, რომელსაც მხოლოდ 6 თვე უნდა ჩაებარებინა კლუბი, თუმცა ხელმძრვანელობამ მასთნა ხელშეკრუბელის გაგრძელება გადაწყვიტა.

"სოლსკიაერი არის კლუბის ლეგენდა, რომელსაც გააჩნია უდიდესი გამოცდილება. მისმა დაბრუნებამ ყველა გააბედნიერა. დარწმუნებული ვარ, რომ ის შეძლებს "იუნაიტედის" გაერთიანებასა და სეზონის გადარჩენას." - ასე გამოეხმარა ოლეს დაბრუნებას აღმასრულებელი დირექტორი ედ ვუდვორდი.


ოლეს დანიშვნამ ფანებს ნოსტალგია გაუღვიძა, გუნდში ხომ მათი ერთ-რთი უსაყვარლესი ფეხბურთელი დაბრუნდა.( ბავშვი მკვლელის სახით). სოლსკიაერი ფეხბურთელობის დროს 11 წლის მანძილზე იცავდა "ემიუს" ღირსებას (366 მატჩი, 126 გოლი). მან მოიგო 12 ტიტული, მათ შორის ჩემპიონთა ლიგაც. დაუვიწყარი 1999 წლის ფინალი, რომელშიც "ეშმაკებმა" დაუჯერებელი სცენარით დაამარცხეს მიუნხენის "ბაიერნი".
0:1-ის შემდეგ, "მანკუნიანელთა" ორი გოლი 91-93 წუთების შუალედში. გადამწყვეტი ბურთი შეაგდო სწორედ ნორვეგიელმა, რომელიც მხოლოდ 81-ე წუთზე ჩაერთო ბრძოლაში. სოლსკიაერს ხშირად აწუხებდა მუხლის ტრავმა, რის გამოც მან ვერ შეძლო საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზება.

ვინ არის ოლე გუნარ სოლსკიაერი



სკანდინავიელი ხშირ შემთხვევაში სათადარიგოთა სკამზე იჯდა. "ბავარიის" დასჯის შემდეგ კი "იუნაიტედის" გულშემატკივრებმა მას "ოქროს შემცვლელი" შეარქვეს. რეზერვისტობის მიუხედავად ოლეს აფასებენ "ოლდ ტრაფორდზე", ის არის კლუბის სრულფასოვანი ლეგენდა.


სოლსკიაერს არც კარიერის დასრულების შემდეგ დაუტოვებია "მანჩესტერი". ნორვეგიელი მუშაობდა თავდამსხმელების მწვრთნელად ფერგიუსონის შტაბში, მოგვიანებით კი ახალგაზრდულ გუნდშიც. სწორედ სოლსკიაერის თაოსნობით დაიწყო პირველი ნაბიჯების გადადგმა პოლ პოგბამ.

ოლე ხშირად გამოხატავდა უკმაყოფილებას "ეშმაკების" იმჟამინდელი მდგომარეობით: "ვიცოდით, რომ ფერგიუსონის წასვლის შემდეგ, რთული პერიოდი დადგებოდა, თუმცა გუნდი ახლაც ენთუზიაზმის გარეშე თამაშობს."

წავიდა ლეგენდარული სერ ალექსი და დაიწყო დაღმასვლა, რაც მოსალოდნელი იყო. კლუბმა დაიწყო მწვრთნელების გაუთავებელი ცვლა, თუმცა ამას შედეგი არ მოქონდა. აშკარა იყო, რომ რაღაც უნდა შეცვლილიყო. ერთ დროს გიგანტი გუნდი, რომელიც მწვერვალებს ეთამაშებოდა, საშუალო დონის კლუბად ჩამოყალიბება დაიწყო. ოცნების თეატრი სხვა კლუბებისთვის იქცა ოცნებების ახდენად და აქ თამაში უკვე არავისთვის აღარ იყო საშიში. "მანჩესტერ იუნაიტედი" კლუბი რომლის დევიზი იყო, გაგვიტანეთ რამდენსაც შეძლებთ და ჩვენ გაგიტანთ იმდენს რამდენსაც გვინდა, თითქოს სადღაც გაქრა.


ვინ არის ოლე გუნარ სოლსკიაერი


თანამედროვე ფეხბურთში არავის არ აქვს იმის ილუზია, რომ დანიშვნიდან პირველივე სეზონში შეიძლება მოიგო ყველაფერი. ეს მხოლოდ რჩეულებს და ერთეულებს შეუძლიათ. თუმცა მთავარი რაც სოლსკიაერმა დააბრუნა ეს იყო ღიმილი ფეხბურთელების სახეზე და ერთ გუნდათ შეკრული გუნდი. სწორედ ერთიანობით იწყება წარმატება და ყველა გულშემატკივარი სწორედ ამ წარმატების მოლოდინშია.

ვინ არის ოლე გუნარ სოლსკიაერი


სატრანსფერო პოლიტიკა კი რომელიც მან გაატარა იყო შთამბეჭდავი. სწორედ სოლსკიაერის ხელმძღვანელობით მოვიდა გუნდში პორტუგალიელი ბრუნო ფერნანდეში,რომელომაც მოედნის ცენტრში დაალაგა სიტუაცია. მანამდე იყო აარონ ვან-ბისაკა, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო მარჯვენა მცველია. მისი თავდაჯერებულობა და განხორციელებული ვარდნები, რომელსაც თიითქმის მატჩების უმეტესობაში 100% სიზუსტე აქვს. მცველი ჰარი მაგუაიერი, რომელსაც აქვს შეცდომები და ჩაგდებული თამაშები, თუმცა მაინც ერთ-ერთი საუკეთესოა თავის პოზიციაზე. ტოპ თავდამსხმელი ენდისონ კავანი და 27 წლის ბრაზილელი მარცხენა მცველი ალექს ტელეში. არუნდა დაგვავიწყდეს ახალგაზრდა ნიდერლანდელი დონი ვან დე ბეეკი.


მხოლოდ სოლსკიაერმა მოახერხა და სკამზე გაამწესა ისეთი მოთამაშე, როგორიც არის პოლ პოგბა. ბრაზილიელი ფრედი კი რომელიც წასვლის პირველი კანდიდატი იყო, თავის კარიერის საუკეთესო თამაშს აჩვენებს. ერთი შეხედვით მშვიდი, ზოგჯერ უემოციო, თუმცა სამართლიანი. მისთვის არ არსებობს პრივილეგირებული ფეხბურთელი, მისთვის უმთავრესი სწორედ "მანჩესტერ იუნაიტედია" და ეს არის მთავარი.

ვინ არის ოლე გუნარ სოლსკიაერი


განვლილი სეზონი, პანდემიის გამო შეჩერებული ჩემპიონატი და ცხრილის შუაგულში მყოფი "იუნაიტედი", თითქოს კიდევ ერთი მოსაწყენი სეზონი. თუმცა დაბრუნდა და ყველსგან მოულოდნელად სწორედ სოლსკაიერის გაწვრთნილმა გუნდმა მოახერხა და არ წააგო არცერთი თამაში და აი ისიც "იუნაიტედი" ჩემპიონთა ლიგაზე ბრუნდება. სიკვდილის ჯგუფად შეარცხული ჩ.ლიგის ჯგუფი და ნაადრევად ჩამოწერილი "იუნაიტედი". პირველი თამაში "პსჟ" - "იუნაიტედი", თითქოს შედეგი წინასწარ არის ყველასთვის ცნობილი და საფრანგეთში უკვე მეორედ დამწუხრებული გულშემატკივრები. 1-2 გამარჯვება. ამას მოყვება მეორე თამაში, უკვე შინ და თითქოს რთული თამაში. ახლაგაზრდა კარგად დაკომპლკექტებული გერმანული კლუბი "ლაიფციგი" , ახალგაზრდა 33 წლის მწვრთნელ ნაგელსმანთან ერთად. უშანსოდ უკან გაშვებული 5-0. თამაში სადაც სოლსკაიერის შეგირდებმა ქვა-ქვაზე არ დატოვეს.

ვინ არის ოლე გუნარ სოლსკიაერი



ვინ არის ოლე გუნარ სოლსკიაერი


"ჩემს დროს მე-2 ადგილი დამცირება იყო, ახლა ისინი ოთხეულზე ოცნებობენ" - ოლე გუნარ-სოლსკიაერი.

ვინ არის ოლე გუნარ სოლსკიაერი


დიახ შეეგებეთ ეს "მანჩესტერ იუნაიტედია" და ის ბრუნდება.

ავტორი: ALEXFERGUSON
სტატიები
14 კომენტარი
№1
ავტორი: Lev
30 ოქტომბერი 2020 20:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1513
იმედია ძმებო იმედია, ჩვენი დროც ხო უნდა დადგეს უკვე! ბოლო თამაშების მერე ამდენი ხნის შემდეგ ძლივს ოპტიმისტურად განვეწყვე იმიტომ რომ გუნდში დავინახე შეტევითი პოტენციალი, ეხლა მთავარია სტაბილურად ისწავლონ მოგებების გადაბმა, გუნდი უკვე იკვრება
2
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№2
ავტორი: giorgi_mg
30 ოქტომბერი 2020 21:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ლაშ მადლობ, კარგი სტატიაა 3d_5
1
№3
ავტორი: ALEXFERGUSON
30 ოქტომბერი 2020 21:43
  • სიახლეები: 1058
  • კომენტარები: 1268
ციტატა: The red devi11
საღოლ ავტორ მე ვფიქრობ რომ საკმაოდ სწორად შეაფასე ამ მწვრთნელის მუშაობა. ტუ ცუდი მწვრთნელის დამსახურებაა არ შეიძლება ასეთ გამარჯვებებს და შედეგებს უბრალოდ იმას აწერდე რომ ფეხბურთელებმა მოინდომესო. დავიტ შენს აზრს დიდ პატივს ვცემ მაგრამ ასეა ძმაო მე ასე მგონია რომ როგორც მარცხი ისე კარგი შედეგი არის მხოლოდ და ფეხბურთელებტან ერთად ტრენერის დამსახურებაც. მე პირადად ფერგის წასვლის შემდეგ ასე გუნდი არ მომწონებია და ასეტი მანჩესტერი არ მინახავს მიუხედავად იმის რომ ტოტენჰემმა გაგვარღვია შუაზე. მიუხედავად ამის. და აც არ უნდა სკეპტიკურად უყურებდეს ხალხი ამ პროექტს ვიცი რომ თუ გაამართლა ყველას მაგრად გაგვისწორდება არ იქნება მხოლოდ შედეგი იქნება ისძველი სული რის გამოც ალბად უმეტესობას შეგვიყვარდა ეს გუნდი


მადლობა დიდი. გეთანხმები 100% თამაშს ბრუნოს კარგი თამაში იგებს და თამაშს სოლსკიაერი აგებს,არის ლოგიკას მოკლებული. ფეხბურთელები ცალკე თამაშს ვერ იგებენ, მწვრთნელი იმისთვის არის საჭირო, რომ სწორ პოზიციაზე გაგამწესოს, რაღაც შეცვალოს. მაშინ მწვრთნელი არ ყოფილა საჭირო, თუ ფეხბურთელები იეგებ და აგებენ თამაშებს. 1 ის რომ ლეგენდაა იმ კლუბის, რომელიც ბავშობიდან მიყვარს. მეორე ის, რომ რომ არა მისი გოლი,არავინ იცის ის ფინალი როგორ დამთავრდებოდა. მესამე ის, რომ რომ არ მოსულიყო აქ ღმერთმა იცის ვინ მოვიდოდა და რას იზავდა. შეხედეთ ფეხბურთელების ემოციებს, მოედანზე ურთიერთობას, ჯერ მარტო ის რად ღირს, რომ რეში ჰეთრიკზე მიდიოდა და პენალტი მარსიალს დაუთმო. პოგბას სკამზე დასმა და ალბათ ხედავთ როგორ შემოდის მოედანზე და ლაიფციგთან ნამდვილად არ მომჩვენებია, რომ დარბოდა სტადიონზე და ბოლომდე იხარჯებოდა. ფრედის თამაშს შეხედეთ, უსახური ბრაზილელი, რომელიც გარდაიქმნა. ვინ შვება ამ ყველაფერს? ბუნების ძალა და ცაგარელის თქმის არ იყოს პლანეტების განლაგება??? გამოდიოდე და ამ კაცს აგინებდე, მე პირადად არ მესმის. არაფერი გაუკეთებია საგინებელი. 1-6 ტოტენჰემთან? ფერგიმ 1-6 ბოლობოლო სიტისთან წააგო და ჩაექოლათ მაგ ლოგიკით უნდა.

ციტატა: giorgi_mg
ლაშ მადლობ, კარგი სტატიაა 3d_5

გაიხარე ;)
1
№4
ავტორი: Lalana
30 ოქტომბერი 2020 22:41
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ძალიან კარგი სტატიაა ლაშა,დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ასეთი აქტიურობისთვის.ასეთი სტატიების წაკითხვა კი ყოველთვის სასიამოვნოა.
რაც შეეხება ბიჭებო ზოგადად იმ საუბარს რაც აქ იყო წამოწყებული,გეთანხმებით,მხოლოდ ფეხბურთელები ვერ იგებენ თამაშს,მაგრამ არც მხოლოდ ფეხბურთელები აგებენ თამაშს.თამაშის წაგება ბევრ კონკრეტულ სიტვაციაზეა დამოკიდებული,პირველ რიგში სწორი ტაქტიკის შერჩევა კონკრეტულ გუნდზე,შემდეგ ამ ტაქტიკის მიხედვით სწორი შემადგენლობის შერჩევა და ამ სწორი შემადგენლობიდან ისეთის არჩევა რომლის ფორმაც ოპტიმალურია იმ სიტვაციისთვის.ზოგადად მწვრთნელს ძალიან დიდი როლი აქვს გუნდში,ის აყალიბებს სამწვრთნელო შტაბს,რომლებიც უზრუნველყოფენ გუნდის ფიზიკურ კონდინციებს და მათთვის ინდივიდუალურ განსავითარებელ ვარჯიშებს.ასევე არიან მწვრთნელის ასისტენტები,რომლებიც თამაშამდე სწავლობენ მოწინააღმდეგე გუნდის ტაქტიკას,რომელიც უზრუნველყობს მათი სუსტი წერტილების მოძიებას და შემდეგ მწვრთნელისთვის ამის მოხსენებას,ამის შემდეგ კი მწვრთნელთან ერთად ადგენენ გეგმას.დღევანდელ დროში მწვრთნელებს ვიდეოანალიტიკოსებიდან დაწყებული კონკრეტული პოზიციის მწვრთნელებიც კი ყავთ,მაგალითად შემტევებს თავისი და ასე შემდეგ.ახლახან კლოპმა დაიქირავა აუტის მომწოდებლის მწვრთნელი და ზოგადად დღევანდელ დროში ბევრი რამ შეიცვალა.ამ თემაზე ძალიან ბევრი რამ შეიძლება ითქვას და ბევრიც დაიწეროს.ყველაზე მეტად რაც ოლეში მომწონს ის არის,რომ რეალისტურად უდგება გუნდის შესაძლებლობებს და თუნდაც მოგებული თამაშის შემდეგაც თქვას რომ არ მოეწონა ხარისხი.ამას ნამდვილად ვაფასებ მწვრთნელში,დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს,მაგრამ მე მაინც ვფიქრობ რომ ამ გუნდში აუცილებელია როგორც სპორტული,ასევე ტექნიკური დირექტორის მოყვანაც.
1
№5
ავტორი: ikeoni
30 ოქტომბერი 2020 22:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
მადლობა ავტორს საინტერესო სტატიისთვის..იმედია მივახწევთ წარმატებებს ოლესთან ერთად
1
№6
ავტორი: Lalana
30 ოქტომბერი 2020 23:07
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
“კლუბმა დაიწყო მწვრთნელების გაუთავებელი ცვლა, თუმცა ამას შედეგი არ მოქონდა”-აი ამ კონკრეტულზე კი ერთ რამეს ვიტყვი.არასწორი კადრი მოდიოდა მანჩესტერში,სერ ალექსის შემდეგ ძალიან დიდი სამუშაოები იყო ჩასატარებელი და მოიესის დანიშვნა ძაან უაზრო გადაწყვეტილება იყო,ასევე პენსიაზე წასასვლელად მომზადებული კაცის მოყვანა მწვრთნელად(რა თქმა უნდა,ვან გაალს ვგულისხმობ აქ),შეიძლება მსოფლიო ჩემპიონატი კარგად ჩაატარებინა ჰოლანდიას მაგრამ ნაკრების მწვრთნელობა და კლუბის მწვრთნელობა სულ სხვადასხვაა,ვან გაალს კი უკვე აღარ ჰქონდა იმის ერთი ადგილი ეს გუნდი თავიდან აეშენებინა.ჟოზეს მოყვანა კი მხოლოდ ერთადერთი პრინციპით იყო გამართლებული,მოკლე პერიოდში გუნდის გადახალისება და მისი ავტორიტეტის გამოყენებით სატრანსფერო ბაზარზე ნორმალური ფეხბურთელების გადმოყვანით.ასევე მან იცოდა მოკლე დროში გუნდისთვის შედეგის მოტანა და ასე თუ ისე მანჩესტერში ეს გამოუვიდა კიდეც.ვან გაალს კიდევ დიდი დრო აცადეს და მაქამდეც უნდა შეეცვალათ,ამიტომ მწვრთნელების ცვლა გამართლებული იყო,მაგრამ სწორი კადრის მოყვანა იყო საჭირო.
0
№7
ავტორი: shotkin
30 ოქტომბერი 2020 23:17
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
მადლობა ავტრს სტატიისთვი ძაან კაია
1
№8
ავტორი: temo-scholes
31 ოქტომბერი 2020 11:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
ციტატა: Lalana
“კლუბმა დაიწყო მწვრთნელების გაუთავებელი ცვლა, თუმცა ამას შედეგი არ მოქონდა”-აი ამ კონკრეტულზე კი ერთ რამეს ვიტყვი.არასწორი კადრი მოდიოდა მანჩესტერში,სერ ალექსის შემდეგ ძალიან დიდი სამუშაოები იყო ჩასატარებელი და მოიესის დანიშვნა ძაან უაზრო გადაწყვეტილება იყო,ასევე პენსიაზე წასასვლელად მომზადებული კაცის მოყვანა მწვრთნელად(რა თქმა უნდა,ვან გაალს ვგულისხმობ აქ),შეიძლება მსოფლიო ჩემპიონატი კარგად ჩაატარებინა ჰოლანდიას მაგრამ ნაკრების მწვრთნელობა და კლუბის მწვრთნელობა სულ სხვადასხვაა,ვან გაალს კი უკვე აღარ ჰქონდა იმის ერთი ადგილი ეს გუნდი თავიდან აეშენებინა.ჟოზეს მოყვანა კი მხოლოდ ერთადერთი პრინციპით იყო გამართლებული,მოკლე პერიოდში გუნდის გადახალისება და მისი ავტორიტეტის გამოყენებით სატრანსფერო ბაზარზე ნორმალური ფეხბურთელების გადმოყვანით.ასევე მან იცოდა მოკლე დროში გუნდისთვის შედეგის მოტანა და ასე თუ ისე მანჩესტერში ეს გამოუვიდა კიდეც.ვან გაალს კიდევ დიდი დრო აცადეს და მაქამდეც უნდა შეეცვალათ,ამიტომ მწვრთნელების ცვლა გამართლებული იყო,მაგრამ სწორი კადრის მოყვანა იყო საჭირო.

ყველაფერში გეთანხმები 100%

მგონი ყველა ვთანხმდებით და ვგრძნობთ, რომ იმ მანჩესტერს ვუახლივდებით, რომელიც 7 წელია გვენატრებოდა...!

სანჩოს და ჰალანდის დამატება მომავალ ზაფხულში იქნება სრული შევსება გუნდის და მაგრად მჯერა მომავლის სულშერის ხელში...!

ტოტენჰემთან 1-6 კიდე 28 წუთზე მარსიალის გაგდების შემდეგ დემორალიზირებული იყო გუნდი... მაგ წაგებამ კი აშკარად გამოგვაფხიზლა
1
№9
ავტორი: PaLoMo
31 ოქტომბერი 2020 12:48
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4060
მთავარია ასე განაგრძონ ყველას ეს გვინდა და გაგვიხარდება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№10
ავტორი: LASHQARA
31 ოქტომბერი 2020 14:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
"ჩემს დროს მე-2 ადგილი დამცირება იყო, ახლა ისინი ოთხეულზე ოცნებობენ" აი ეს იუნაიტედი მიყვარს, და კაცი რომელიც ამ გუნდის წევრი იყო ყველაფერს გააკეთებს, რომ დაუბრუნოს გუნდს ძველი დიდება, მჯერა ოლე გუნარის და ყველაფერის პასუხი, ამ რთული კალენდრის წარმატებით გავლა იქნება ჩემთვის... love am
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top