”მატჩის დაწყებამდე მე ვთქვი, რომ მარსიალს უნდა შეესრულებინა თუ 11 მეტრიანი დაინიშნებოდა. სწორედ ამიტომ დაარტყა მან. თუ გადავხედავთ სასტარტო შემადგენლობას, ნახავთ, რომ მარსიალს ან პოგბას შეეძლო ამის გაკეთება, ხოლი იმ დროისთვის პოლი უკვე შეცვლილი იყო."
ჟურნალისტებმა სთხოვეს მარკუს რაშფორდს კომენტარის გაკეთება ამ მომენტის შესახებ: ”დიახ, ჩვენ ცოტა ვიმსჯელეთ იმაზე, თუ ვის უნდა დაერტყა, მაგრამ მე ბურთი უპრობლემოდ მივატოვე, რადგან დარწმუნებული ვიყავი, რომ ენტონიც გაიტანდა."
რაშფორდმა თავის შთაბეჭდილებებზეც ისაუბრა მას შემდეგ, რაც VAR– მა ეჭვქვეშ დააყენა მისი პირველი გოლი.
”მეგონა, რომ საკუთარ ნახევარში ვიყავი, ამიტომ ცოტა დაბნეული ვიყავი, როდესაც დროშა აღმართული დავინახე. მხოლოდ ის შეგვიძლია გავაკეთოთ, რომ დაველოდოთ. ახლა VAR თამაშის ნაწილია, რაც უფრო მალე შევეჩვევით, მით უკეთესი."