"იუნაიტედის" მცველმა დიოგო დალოტმა, რომელიც "მილანში" არის იჯარით, დიდი სამუშაო შეასრულა "სან სიროზე" სადებიუტო შეხვედრაში, "სპარტასთან" ევროპა ლიგის მატჩში ასისტი და გოლი მიითვალა.
შეხვედრის 57-ე წუთზე, პორტუგალიელმა საგოლე გადაცემემა გაუკეთა რაფაელ ლეოს, ხოლო 10 წუთზე ნაკლებ დროში მან მილანის მაისრუთი პირველი გოლი გაიტანა.
ამასთან დაკავშირებით, ცნობილმა სატრანსფერო ექსპერტმა ფაბრიციო რომანომ გაიხსენა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" განზრახ უარი თქვა საიჯარო ხელშეკრულებაში ნასყიდობის მუხლის შეტანაზე: ”ის მილანს შეუერთდა მარტივი საიჯარო წესით. "იუნაიტედმა" უარი თქვა გაყიდვის ვარიენატზე, რადგან ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ მომავალში დიოგო გახდება უმაღლესი დონის მოთამაშე.