"ჩემო ძვირფასო გულშემატკივრებო, ახლახანს ჩემი გაკეთებული განცხადება ვან დე ბეეკის შესახებ, ბევრმა არასწორად გაიგო და ბევრმაც ჩემი ცოდნის შეურაწყოფა ცადა. ალბათ ესეთები iPhone X გამოსვლის შემდეგ მოევლინენ ამ ქვეყანას და არ ესმით რას ვსაუბრობ."
"ფრედი, სკოტ მაკტომინეი, ნემანია მატიჩი. დიდ მატჩებში, როცა ძალა, კომპაქტურობა და ბევრი სირბლია საჭირო, ამას შეძლებენ. ეს ჩემი აზრია".
"დონი ვან დე ბეეკი პოლ პოგბაზე უკეთესია? არა. ბრუნო ფერნანდეშზე? არა".
"ჩემზე მეტად ვინმეს უნდა, რომ მან ისევე ითამაშოს აქ, როგორც ამას "აიაქსში" აკეთებდა? რაც მოვიდა რამდენჯერ დაიწყო სასტარტო შემადგენლობიდან? სწორედ ეს ვიგულისხმე როცა ვთქვი, რომ არ გვჭირდება."
"რათქმაუნდა სეზონი დიდია და სკამზე უნდა გყავდეს მოთამაშეები, მაგრამ როცა 40 მილიონს იხდიან შენში და კონტრაქტს აფორმებ, ხშირად თამაშს ელი. დონმა სიმშვიდე უნდა შეინარჩუნოს და დაელოდოს შანსს. მე ოლეს ვენდობი, ის მიიღებს შანსს და დაგვიმტკიცებს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედში" თამაშის ღირსია."
"ასე რომ, ნუ დაამახინჯებთ ჩემს სიტყვებს, არასოდეს გამომიჩენია მისდამი უპატივცემულობა", - განაცხადა ევრამ.