მარკუს რაშფორდს მიენიჭა ბრიტანეთის სიამაყის ჯილდო, დაბალი შემოსავლის მქონე ბავშვებში კვების ნაკლოვანებების აღმოფხვრის კამპანიისთვის, იტყობინება BBC Radio Manchester.
ბრიტანეთის სიამაყის ჯოლდო არსებობს 2000 წლიდან. იგი ენიჭება ბრიტანელებს, რომლებმაც გამოავლინეს გამბედაობა და არაჩვეულებრივი თვისებები საქმიანობის სხვადასხვა სფეროში. პრემიის გამარჯვებულს განსაზღვრავს ქვეყნის ცნობილი ადამიანების საბჭო.
მანამდე ეს ჯილდო გადაეცათ "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილ ფეხბურთელებს დევიდ ბექჰემს და მაიკლ ოუენს. ისინი წლის სპორტულ პიროვნებად დაასახელეს, მაგრამ მარკუსი მიიღებს სპეციალური აღიარების ჯილდოს.
დაჯილდოების ცერემონიალი ნაჩვენები იქნება ITV– ზე შემდეგ კვირას.