თბილისი:
მანჩესტერი:
24-10-2020, 00:57
ავტორი: ALEXFERGUSON,
ნანახია: 2483,
კომენტარები: 27
პარლამენტის უარი და რეშის საოცრება
მთავრობისგან უარი და რეშფორდის აგორებული სოციალური მოძრაობა.
პარლამენტის უარი და რეშის საოცრება
მარკუს რაშფორდი კვლავ ინგლისის სახეა მას შემდეგ, რაც ქვეყნის სხვადასხვა ორგანიზაციისგან მიიღო მხარდაჭერა, რომ შეეძლო დამატებითი უფასო კვება მიეწოდებინა დაბალი შემოსავლის მქონე ბავშვებისთვის.

ოთხშაბათს, დეპუტატებმა 322 და 261 ხმით უარი თქვეს რაშფორდის წინადადებაზე, გაეგრძელებინათ ინიციატივა ბავშვებისთვის დამატებითი კვების მიწოდებაზე, მაგრამ მარკუსმა შექმნა ნამდვილი სოციალური მოძრაობა - მინიმუმ 100-მა სხვადასხვა ბიზნესმა უპასუხა მის მოწოდებას, რომ დაეხმაროს ბავშვებს უფასო კვებით.

"იუნაიტედის" ფორვარდმა მიიღო შემოთავაზებები მანჩესტერის, ლონდონის, ლივერპულის, დონკასტერის, უიგანისა და სხვა ქალაქების ათობით კაფედან, ბარებიდან, კვების ობიექტებიდან, კვების კომპანიებიდან, უფასო ლანჩების უზრუნველსაყოფად. ისეთი გიგანტები, როგორიცაა მაკდონალდსი და მცირე ზომის დაწესებულებები მცირე ქალაქებიდან, ასევე შეუერთდნენ ინიციატივას.

http://www.manutd.ru/
ახალი ამბები
27 კომენტარი
№1
ავტორი: giorgi_mg
24 ოქტომბერი 2020 01:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
მარკუს გვეამაყები, ბრავო 3d_5
3
№2
ავტორი: ikeoni
24 ოქტომბერი 2020 01:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11428
ცოტა ასაკში რო იყოს ბორის ჯონსონს სერიოზული კონკურენტი ეყოლებოდა არჩევნებში:))) საღოლ რეშ სამაგალითო საქციელია❤️
3
№3
ავტორი: Lalana
24 ოქტომბერი 2020 02:29
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ყოჩაღ რეშფორდს,დიდი იმედი მაქვს რომ საწადელს მიაღწევს.

ციტატა: ikeoni
ცოტა ასაკში რო იყოს ბორის ჯონსონს სერიოზული კონკურენტი ეყოლებოდა არჩევნებში:))) საღოლ რეშ სამაგალითო საქციელია❤️

ჩერჩილის,ტეტჩერის,მაკმილანის,კალაგანისა და ვილსონის შემდეგ ეგ რომ ყავთ პრემიერად ნამეტანი შეუსაბამობაა.
3
№4
ავტორი: alkimikosi
24 ოქტომბერი 2020 03:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 177
ესეთი ასამიანი იშვიათობაა და მიხარია ისიც რო მანჩესტერელია თან ❤️❤️
1
№5
ავტორი: SANDROGRIGA
24 ოქტომბერი 2020 09:10
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მარკუსი უფრო უკეთესი პოლიტიკოსია მემგონი, ვიდრე ფეხბურთელი :)
3
№6
ავტორი: onlyred
24 ოქტომბერი 2020 09:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 483
მარკუსა დიდი დდ
ფეხბურთშიც ასეთივე დიდი თუ გახდა მაგარია.
მიჭი აქვს და ეს თვითრწმენაში დაეხმარება წარმატებები რეშს
0
№7
ავტორი: Dato kutaisi
24 ოქტომბერი 2020 11:40
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
ციტატა: Lalana
ყოჩაღ რეშფორდს,დიდი იმედი მაქვს რომ საწადელს მიაღწევს.

ციტატა: ikeoni
ცოტა ასაკში რო იყოს ბორის ჯონსონს სერიოზული კონკურენტი ეყოლებოდა არჩევნებში:))) საღოლ რეშ სამაგალითო საქციელია❤️

ჩერჩილის,ტეტჩერის,მაკმილანის,კალაგანისა და ვილსონის შემდეგ ეგ რომ ყავთ პრემიერად ნამეტანი შეუსაბამობაა.

გეთანხმები რა დრო დადგა :))
საღოლ რეშს მთავარია პირველ როგში იყო ადამიანი და მერე ყველაფერი სხვა მეორეხარისხოვანია
1
№8
ავტორი: sandroo
24 ოქტომბერი 2020 12:18
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 384
აბა შენიცი კალაძე უნდა იყო და მანჩესტერის მერი გახდე :დდ
2
№9
ავტორი: Markus18
24 ოქტომბერი 2020 15:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 35
მისაბაძი მაგალითია ყველა ფეხბურთელებისთვის, მხოლოდ მაგარ მანქანებზე და ვარცხნილობებზე რო ზრუნავენ !
1
№10
ავტორი: zulte waregem
24 ოქტომბერი 2020 15:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 117
მარკუს რეშფორდი კრწანისის დეპუტატად
4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top