წინა კვირას "მანჩესტერ იუნაიტედმა" აამოქმედა ერთი წლით გახანგრძლივების პუნქტი და პოგბა საკუთარ რიგებში 2022 წლამდე დატოვა.
თუმცა, თუ კლუბი მასთან კონტრაქტის გახანგრძლივებას მოინდომებს, მას კვირაში 400,000 ფუნტი უნდა გადაუხადოს.
მისმა აგენტმა მოლაპარაკებები წამოიწყო, თუმცა უმალვე უარი მიიღო. "იუნაიტედის" მესვეურები არ აპირებენ პოგბას მოთხოვნების დაკმაყოფილებას და ეს თემა დახურულია.
შესაძლოა პოლი ბოლო 2 სეზონს ატარებს "წითელ ეშმაკებში".