მანჩესტერ იუნაიტდის მცველი პატრის პატრის ევრა დარწმუნებულია იმაში, რომ მადრიდის რეალთან დაპირისპირება ძალიან რთული იქნეა იმ შემთხვევაში, თუ წითლები წააგებენ მატჩს ნორვიჩთან. ევრას წინასწარ არ ფიქრობს ყველა შესაძლო ტურნირის მოგებაზე და მას არ სიამოვნებს ამაზე საუბარი. რაც შეეხება რეალთან მატჩს, ის მასზე მას შემდეგ იფიქრებს, რაც ნორვიჩთან მატჩი დასრულდება:"ამ მომენტისთვის ყველა მატჩი მნიშვნელოვანია. დღეს ბევრი ადამიანი საუბრობს ტრებლზე, მაგრამ ეს არასწორია. ყოველი მატჩისთვის ისე უნდა მოვემზადოთ, როგორც განსაკუთრებულისთვის. თუ რეალთან მატჩზე ვიფიქრებთ ნორვიჩტან თამაშის დაწყებამდე, მაშინ მატჩს აუცილებლად დავთმობთ. თუ სამშაბათს მოგვიწევს თამაში ისე, რომ წინა მატჩი წაგებული გვქონდეს ნამდვილი კოშმარი იქნება. რა თქმა უნდა ნორვიჩი შეეცდება ჩვენს დამარცხებას. არ დაგავიწყდეთ, რომ მათთან გასვლაზე უკვე დავკარგეთ 3 ქულა. ის მატჩი ძალიან მძიმე იყო, რადგან ყველა გუნდისთვის განსაკუთრებულია იუნაიტედთან გამარჯვება."
"ვფიქრობ ბოსი ნორვიჩთან ძლიერ შემადგენლობას დააყენებს. ძალიან ფრთხილად უნდა ვიმოქმედოთ, განსაკუთრებით იმ შემთხევაში თუ ფეხბურთელებს დასვენება მოუწევთ. ეს მატჩი აუცილებლად უნდა მოვიგოთ. თუ დავმარცხდებით დაიწყება საუბარი ჩვენს თამაშზე, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ სიტი გაიმარჯვებს. პრემიერ ლიგა პრიორიტეტულია ჩვენი გუნდისთვის. შაბათის მატჩის დასრულებამდე რეალზე არ ვიფიქრებთ. კვირას კი როგორც ჩვეულებრივ დავისვენებთ. ყველა მატჩი მნიშვნელოვანია. მგონია, რომ ამხანაგური შეხვედრებიც იუნაიტედთან ძალზედ მნისვნელოვანია."