ოლე გუნარ სოლსკიაერმა განმარტა, რატომ არ გამოჩნდა მეისონ გრინვუდი განაცხადში "ნიუკასლის" წინააღმდეგ მატჩში და ასევე შეაქო დენ ჯეიმსი.
"მეისონი არ იყო ჯანმრთელი სათამაშოდ, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ის სახლში დავტოვოთ"
”ამის გათვალისწინებით, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ დენ ჯეიმსის სიჩქარე პრობლემა იქნებოდა მოწინააღმდეგისთვის , ხოლო ხუანი და ბრუნო ძალიან ჭკვიანი ნახევარმცველები არიან."
”დენს შესანიშნავი სიჩქარე აქვს, განსაკუთრებით კონტრშეტევებზე და დღეს მისი თამაში პოზიტიური იყო, მას სჯეროდა საკუთარი თავის. ჩვენ ვმუშაობთ იმის უზრუნველსაყოფად, რომ თითოეულ ჩვენს მოთამაშეს შეეძლოს პროგრესის მიღწევა და საკუთარი თავის საუკეთესოდ ჩვენება."