რამდენიმე დღის წინ პოლ პოგბამ განაცხადა, რომ მადრიდის "რეალში" თამაში მისი ოცნება იყო. ამ განცხადებას ბევრი უარყოფითი შეფასება მოჰყვა. ამის საპასუხოდ სოლსკიაერმა თქვა, რომ პოგბა "იუნაიტედს" ეკუთვნის და ის კლუბში დარჩება.
დღეს კი ცნობილი გახდა, რომ კლუბმა ისარგებლა ავტომატურად გახანგრძლივების პუნქტით და ფრანგი "ოლდ ტრაფორდზე" მინიმუმ 2 წლით დატოვა.